"ეს რომ გამეაზრებინა ყველა ქალი ძალადობას დაასრულებდა" - ნეკა დოროყაშვილი

AutoSharing Option
ჩოგბურთელ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის, ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, იყო შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ის ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა თმით ით­რია. რო­გორც მან დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გან­მარ­ტა, მას სხე­ულ­ზე ნა­კაწ­რე­ბი და სი­წით­ლე ჰქონ­და.

"თმით მათ­რევ­და და სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ნა­წილ­ზე და­წით­ლე­ბე­ბი მქონ­და. რო­დე­საც ჩო­გა­ნი მომ­ხდა თავ­ში და სხე­ულ­ზე, მახ­სოვს, რომ მო­ვი­ხა­რე და ხელი ავი­ფა­რე. ნამ­დვი­ლად არ მახ­სოვს ტე­ლე­ფო­ნი სად და­ვარ­და. სი­წით­ლე­ე­ბი მემ­ჩნე­ო­და. ეს არ იყო და­ჟე­ჟი­ლო­ბა, მქონ­და ნა­კაწ­რე­ბი და სი­წით­ლე­ე­ბი",- გა­ნა­ცხა­და დო­რო­ყაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, იმ­დე­ნად მძი­მე ემო­ცი­უ­რი ფონი ჰქონ­და, ფო­ტოს გა­და­ღე­ბა ვერ მო­ი­ფიქ­რა.

"ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის გამო
ძა­ლი­ან დას­ტრე­სი­ლი ვი­ყა­ვი, ემო­ცი­უ­რად ძა­ლი­ან ცუ­დად ვი­ყა­ვი, არ მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და და მა­იგ­ნო­რებ­და", - გა­ნა­ცხა­და დო­რო­ყაშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, რა­ტომ გა­ნიც­დი­და მო­ძა­ლა­დე ადა­მი­ა­ნის სხვა­გან წას­ვლას, თუ მის მი­მართ მარ­თლა ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ძა­ლა­დო­ბა, დო­რო­ყაშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა, რომ შე­საძ­ლოა, მის მი­მართ მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა ჰქონ­და.

"იყო შემ­თხვე­ვა, როცა ვრიგ­დე­ბო­დით. ალ­ბათ, ეს ყვე­ლა­ფე­რი რომ გა­მე­აზ­რე­ბი­ნა, მეც და ყვე­ლა ქალი ძა­ლა­დო­ბას და­ას­რუ­ლებ­და. ჩემს თავ­ზე ვბრაზ­დე­ბი, რომ მას­ზე ვტი­რო­დი და ჩემს თავს ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ ამ ყვე­ლა­ფერს არ იმ­სა­ხუ­რებ­და. ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ მას­ზე ვნერ­ვი­უ­ლობ­დი. შე­იძ­ლე­ბა მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა მქონ­და მო­ძა­ლა­დის მი­მართ ან მიყ­ვარ­და. ალ­ბათ, იმ მო­მენ­ტში სტოკ­ჰოლ­მის სინ­დრო­მი მქონ­და. ეს ჩემი სუ­ბი­ექ­ტუ­რი აზ­რია", -გა­ნა­ცხა­და დო­რო­ყაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით წა­რუდ­გი­ნა, რაც გუ­ლის­ხმობს ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბას არას­რულ­წლო­ვა­ნის თან­დას­წრე­ბით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა და­უ­ზუს­ტა და მას ძა­ლა­დო­ბის რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდ­თან ერ­თად, ფსი­ქო­ლო­გი­ურ და ეკო­ნო­მი­კურ ძა­ლა­დო­ბა­საც ედა­ვე­ბი­ან.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 21 მა­ისს, თბი­ლის­ში, ავ­ჭა­ლის და­სახ­ლე­ბა­ში, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი 2020 წლის 22 მა­ისს და­ა­კა­ვეს. სა­სა­მარ­თლომ ბა­სი­ლაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 100 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და. ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის 4 და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის ერთ ეპი­ზოდ­ზე ედე­ბა ბრა­ლი.
მკითხველის კომენტარები / 34 /
უარყოფილი ქალის შურისძიება დაგეგმილი ვერც კი ხვდება თავის შვილზე როგორ ძალადობს ბუმერანგი დაგიბრუნდება იწერდი ტელეფონზე და ისევ მასთან რჩებოდი?
დარეჯანი სოხუმელი
18:44 02-10-2022
1
დოროყაშვილის მთავარი ბრალდება მე რასაც ვკითხულობ არის ის რომ ბასილაშვილს არ ვუყვარდიო :)

მესმის მისი. როცა გიყვარს და მისგან იღებ იგნორს ეს არანორმალურად მოქმედებს შენს ფსიქიკაზე, თავმოყვარეობაზე და ხდები აბსოლიტურად არაადეკვატური.
ჯობია დოროყაშვილმა მოინელოს ეს ბოღმა და დაიწყოს ახალი ცხოვრება.
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული