"ეს რომ გამეაზრებინა ყველა ქალი ძალადობას დაასრულებდა" - ნეკა დოროყაშვილი

AutoSharing Option
ჩოგბურთელ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის, ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, იყო შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ის ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა თმით ით­რია. რო­გორც მან დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გან­მარ­ტა, მას სხე­ულ­ზე ნა­კაწ­რე­ბი და სი­წით­ლე ჰქონ­და.

"თმით მათ­რევ­და და სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ნა­წილ­ზე და­წით­ლე­ბე­ბი მქონ­და. რო­დე­საც ჩო­გა­ნი მომ­ხდა თავ­ში და სხე­ულ­ზე, მახ­სოვს, რომ მო­ვი­ხა­რე და ხელი ავი­ფა­რე. ნამ­დვი­ლად არ მახ­სოვს ტე­ლე­ფო­ნი სად და­ვარ­და. სი­წით­ლე­ე­ბი მემ­ჩნე­ო­და. ეს არ იყო და­ჟე­ჟი­ლო­ბა, მქონ­და ნა­კაწ­რე­ბი და სი­წით­ლე­ე­ბი",- გა­ნა­ცხა­და დო­რო­ყაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, იმ­დე­ნად მძი­მე ემო­ცი­უ­რი ფონი ჰქონ­და, ფო­ტოს გა­და­ღე­ბა ვერ მო­ი­ფიქ­რა.

"ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის გამო
ძა­ლი­ან დას­ტრე­სი­ლი ვი­ყა­ვი, ემო­ცი­უ­რად ძა­ლი­ან ცუ­დად ვი­ყა­ვი, არ მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და და მა­იგ­ნო­რებ­და", - გა­ნა­ცხა­და დო­რო­ყაშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, რა­ტომ გა­ნიც­დი­და მო­ძა­ლა­დე ადა­მი­ა­ნის სხვა­გან წას­ვლას, თუ მის მი­მართ მარ­თლა ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ძა­ლა­დო­ბა, დო­რო­ყაშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა, რომ შე­საძ­ლოა, მის მი­მართ მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა ჰქონ­და.

"იყო შემ­თხვე­ვა, როცა ვრიგ­დე­ბო­დით. ალ­ბათ, ეს ყვე­ლა­ფე­რი რომ გა­მე­აზ­რე­ბი­ნა, მეც და ყვე­ლა ქალი ძა­ლა­დო­ბას და­ას­რუ­ლებ­და. ჩემს თავ­ზე ვბრაზ­დე­ბი, რომ მას­ზე ვტი­რო­დი და ჩემს თავს ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ ამ ყვე­ლა­ფერს არ იმ­სა­ხუ­რებ­და. ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ მას­ზე ვნერ­ვი­უ­ლობ­დი. შე­იძ­ლე­ბა მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა მქონ­და მო­ძა­ლა­დის მი­მართ ან მიყ­ვარ­და. ალ­ბათ, იმ მო­მენ­ტში სტოკ­ჰოლ­მის სინ­დრო­მი მქონ­და. ეს ჩემი სუ­ბი­ექ­ტუ­რი აზ­რია", -გა­ნა­ცხა­და დო­რო­ყაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით წა­რუდ­გი­ნა, რაც გუ­ლის­ხმობს ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბას არას­რულ­წლო­ვა­ნის თან­დას­წრე­ბით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა და­უ­ზუს­ტა და მას ძა­ლა­დო­ბის რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდ­თან ერ­თად, ფსი­ქო­ლო­გი­ურ და ეკო­ნო­მი­კურ ძა­ლა­დო­ბა­საც ედა­ვე­ბი­ან.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 21 მა­ისს, თბი­ლის­ში, ავ­ჭა­ლის და­სახ­ლე­ბა­ში, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი 2020 წლის 22 მა­ისს და­ა­კა­ვეს. სა­სა­მარ­თლომ ბა­სი­ლაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 100 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და. ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის 4 და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის ერთ ეპი­ზოდ­ზე ედე­ბა ბრა­ლი.
მკითხველის კომენტარები / 34 /
დაცდილი მაქვს: როცა ნელი გამოჩნდება - ეს იმის მაუწყებელია, რომ ნიკოლოზი ახალ ტურნირს იწყებს!
პ.ს. - კარგით რა, სირცხვილია!!!
პლეხანოვზე გაზრდილი
14:04 28-09-2022
4
დავიჯეროთ, ასე არაფრის გამო "გცემდა" ნიკა? შენ გამოიყვანდი ნიკას წყობიდან და მერე თვითონაც ალბათ ვეღარ აკონტროლებდა საკუთარ თავს. ნელი,მთლად უცოდველ ანგელოზად, ნუ მოგაქვს თავი. ადამიანი, რომ შემოგხედავს, ეგრევე გაწერია სახეზე რა აგრესიულიც ხარ! ნელი ალბათ გაგია: კარგი ცხენი მათრახს არ დაირტყავსო!
ნელი, ძალიან ცუდად ხარ ატეხილი!
14:19 28-09-2022
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული