ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესზე მასსა და ყოფილ მეუღლეს, ნელი დოროყაშვილს შორის არსებული დაპირისპირების ამსახველ აუდიო და ვიდეომტკიცებულებებს იკვლევენ. სხდომაზე ნელი დოროყაშვილის მიერ გადაღებულ ვიდეომასალას აჩვენებენ, რომელიც მან გამომძიებლებს გამოძიების ეტაპზე წარუდგინა.

ვიდეოში დოროყაშვილი გამომძიებელს უყვება, რომ ამერიკაში, როცა მან ნიკოლოზ ბასილაშვილს ჩააკითხა, მასზე იძალადა.

"თმაშიც მწვდა, რამდენიმე დარტყმა იყო, ეს ვიდეო გადავიღე, რადგან დიდხანს გაგრძელდა ძალადობა. იმდენად აფექტში იყო, ტელეფონი რომ მეჭირა, ვერც ხვდებოდა, მაგრამ მეშინოდა",- განაცხადა დოროყაშვილმა გამომძიებელთან.

ვიდეოჩანაწერში რამდენიმე წამით ჩანს ნიკოლოზ ბასილაშვილი და ისმის ნელი დოროყაშვილის ტირილი.

"გამაგებინე, რატომ მირტყამ, რა ღირსი ხარ შენ რომ ვინმე შენზე ტიროდეს, წადი აქედან, მომშორდი, რის გამო მირტყამ? ამას ლუკასი არ გაპატიებს, მომშორდი, რაში მჭირდები... ჩემ ცემას ლუკასი არასდროს გაპატიებს", - ისმის დაზარალებულის ხმა ვიდეოჩანაწერში.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ნიკოლოზ ბასილაშვილმა სასამართლოში განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ დორიყაშვილი არასამთავრობის მიერ იყო დარიგებული, რომ ეს სიტყვები ეთქვა.

"წლების განმავლობაში დარიგებული იყო არასამთავრობიებისგან რა სიტყვა ეთქვა ვიდეოში, რომ ეფექტური ყოფილიყო. ვიდეოს მომიშვერდა რატომ მცემო, ეს იყო დაგეგმილი წლების განმავლობაში, რომ ეფექტური ყოფილიყო", - განაცხადა ბასილაშვილმა პროცესზე.

სხდომაზე აჩვენეს დოროყაშვილის მიერ გამომძიებლისთვის ნაჩვენები ფოტოსურათებიც, რაზეც დაზარალებული ამბობს, რომ კეკელიძეზე, ავტომობილში მომხდარი ძალადობის შემდეგ, მეორე დღეს არის გადაღებული. ფოტოსურათზე დოროყაშვილს სხეულის სხვადასხვა ადგილზე დაზიანებები ეტყობა.

სასამართლო პროცესზე ასევე გამოიკვლიეს დოროყაშვილის მიერ ტელეფონით განხორციელებული ჩანაწერი. ერთ-ერთი ჩანაწერი გაკეთებულია ავტომანქანაში, სადაც ბასილაშვილი და დოროყაშვილი იმყოფებიან. ნიკოლოზ ბასილაშვილი დოროყაშვილს ეუბნება, რომ მას არ ენდობა.

"მე არ მჯერა შენი, შენ ყველანაირ საზღვრებს გაცდი. მე ურთიერთობა დავასრულე. შენ ხარ უსაქმური ადამიანი", - მიმართავს ბასილაშვილი დოროყაშვილს, რაზეც ის ასე პასუხობს: "ვერ იხსენებ რატომ არ გჯერა ჩემი, ამის ფაქტი არ გაქვს".

"მე არ მინდა შენთან ერთად კონტრაქტის ქვეშ ყოფნა, არ გენდობი. მე არ გენდობი შენ, ნელიკო. ძალიან ცუდად დაამთავრებ დედას გეფიცები... შენ მატყუარა გოგო ხარ, სახლში ავუვარდი დედაშენს და ვაგინე?" - მიმართავს ბასილაშვილი მეუღლეს.

ჩანაწერში ნიკოლოზ ბასილაშვილი ამბობს, რომ ის სასამართლოს სარჩელით იმ დღესვე მიმართავდა და ვალდებულებებისგან გათავისუფლდებოდნენ.

"შენ ქონება გაღელვებს მხოლოდ.... რატომ დაასკვენი, რომ აუცილებლად რაღაც უნდა წაგართვა.... მართლა გგონია, რომ მამაჩემი გართმევს ქონებას?"- მიმართავს დოროყაშვილი მეუღლეს, რაზეს ის ასე პასუხობს: "მე არ მჯერა არც შენი და არც შენი მშობლების",- მიმართავს ბასილაშვილი.

წყარო: AMBEBI

დავით კუჭაიძე
ეს ქალი ნამდვილი ალქაჯია
რეზო
ნეტა ამ ანგელოზ ბიჭს თვალები სად ჰქონდა ეს რომ მოიყვანა
დ
გულისამრევი ქალია რა.
კ ო მ ბ ლ ე
მარქსი და ენგელსის აზრით კონფლიქტის მიზეზი კაპიტალია ხომ? მეც გეთანხმებით. ქორწინებაამდე კაცი უტებს ქალი თავს იცავს, ქორწინების მერე როლები იცვლება და ვაი დამარცხებულს..
ისე მაინც
"თმაშიც მწვდა, რამდენიმე დარტყმა იყო, ეს ვიდეო გადავიღე, რადგან დიდხანს გაგრძელდა ძალადობა. იმდენად აფექტში იყო, ტელეფონი რომ მეჭირა, ვერც ხვდებოდა, მაგრამ მეშინოდა" - რა ვერ გავიგე და რა მიკვირს იცი, თუ თმაში გწვდა, დაგარტყა და გრძელდებოდა ძალადობა, ტელეფონისთვის დრო სად გქონდა, რომ ეს ყველაფერი გადაგეღო? ან ტელეფონი როგორ არ გაგივარდა ხელიდან??
Sniper
კომფლიქტი არა - კონფლიქტი.
თაკო
არც ერთი ქალი არ არის დაზღვეული ძალადობისგან, როგორი ფულიანი და ცნობადის სახის მეუღლეც არ უნდა იყო. მაგრამ, მაინც მგონია სულ რომ არ ვარ გარკვეული ამ კომფლიქტში რომ დოროყაშვილს აწყობს ეს სკანდალი, პირადი გამორჩენის მიზნით. ღირსეული ქალი ასე არ მოიქცეოდა.
ვაჟა
სირცხვილია ამ ქალის ოსმენა
ვაახ? ვინ არის ეს გადარეული?!
ნელიიიი! მტაცებელი ხარ! ადამიანის სარკეა სახე, ეგრევე გეტყობა, რომ გამომძალველი ქალი იქნები! გეყოს, უკვე სიგიჟის ზღვარამდე ხარ მისული, გაესინჯე ფსიქიატრს, ანდა დაწექი ფსიქიატრიულში, შენი დავადებაა პარანოია! ყველა დაღალე ამ შენი გამოხტომებით.
ზურა
მეზიზღება ყველა მოძალადე, ვინც არ უნდა იყოს და ვერასდროს ვერ გავამართლებ მჩაგვრელს. მაგრამ ამ ქალის მე არ მჯერა, საერთოდ არ მჯერა, ვინ ვინზე ძალადობს ეგ კიდე საკითხავია. ორივე ცალსახად არ არის მართალი, იმიტომ რომ ამ ყველაფრით ბავშვი დააზარალეს ყველაზე მეტად! კონფლიქტი, როცა არსებობს ოჯახში ესეთ რაღაცეებს განძრახ ნებისმიერ ადამიანს ჩაუწერ, გინდ კაცს და გინდ ქალს
კ.მარქსი ფ.ენგელსი
ფული გაუთავდა ეტყობა...
ბასილაშვილმა იაპონელი მეტოქის ბარიერი ადვილად დაძლია და ალმათის ტურნირის კვალიფიკაციის ფინალშია
ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს
ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
ფევაძის საუკეთესო მატჩი და კორსანტიას ზედიზედ მე-4 გამარჯვება ესპანეთის Primera Feb-ში
"ნიჭი არ მაქვს, უბრალოდ ამით შეპყრობილი ვარ" - კონორ მაკგრეგორი
"მის ადგილას აქ აღარ ვიქნებოდი" - მოურინიომ ვინისიუსზე ისაუბრა
"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ვოლფსბურგთან" წააგო
"ბრენტფორდთან" მატჩში ირაოლამ სასტარტოში მაინც ალისონი დააყენა
"გული ძალიან მატკინეს" - ერერამ "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა
ბასილაშვილმა იაპონელი მეტოქის ბარიერი ადვილად დაძლია და ალმათის ტურნირის კვალიფიკაციის ფინალშია
"ახლა ჩემი პრიორიტეტი მეუღლე და შვილებია" - კარვახალმა "ხეტაფეში" გადასვლის მიზეზი განმარტა
"ვაპირებ, თავი მოვაგლიჯო და სხეული დავულეწო, სახეს გავუნაყავ!" - დვალიშვილი იანთან მომავალ დაპირისპირებაზე
[PHOTO] მამარდაშვილი დღეს ძირითადიდან დაიწყებს? - ქართველის გამოქვეყნებულმა ფოტომ "ლივერპულის" ფანებში დისკუსია გამოიწვია
მუდმივი როტაცია და ლიდერების დასვენება - ენრიკეს ჟურნალისტებთან ამ თემაზე საუბარი მოუწია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
კვერნაძეს გატანილი არ ჩაუთვალეს, არც პენალტი დაუნიშნეს - "ფროზინონემ" "სასუოლოს" მოუგო
ლოჩოშვილის "კიოლნი" "აინტრახტთან" დამარცხდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" ისევ წააგო
ქვილითაია შეცვლაზე შევიდა - "ჰოლშტაინი" "ჰერტას" ფრედ ეთამაშა
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
ხვიჩა-ფერანი ერთდოულად - "მამარდას" მოლოდინი და სხვა მატჩები
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს
კვლავ ორ სეტში - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის მერვედფინალშია
ბასილაშვილმა იაპონელი მეტოქის ბარიერი ადვილად დაძლია და ალმათის ტურნირის კვალიფიკაციის ფინალშია
ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!