ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში, საკუთარ სასამართლო პროცესზე დასასწრებად მივიდა. 2-წლიანი სასამართლო განხილვების პარალელურად, ბასილაშვილი მედიასთან დღეს პირველად გამოჩნდა.
"თავს დამნაშავედ არ ვთვლი" - აღნიშნა მან.
ჩოგბურთელის თქმით, სანამ პროცესები არ დამთავრდება, მანამდე სხვა განცხადებას არ გააკეთებს.
"როგორც კი დამთავრდება, ყველაფერზე აუცილებლად გავაკეთებ კომენტარს",- განაცხადა ბასილაშვილმა.
წყარო:
ambebi.ge