ნატალია ნაჭყებია თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენებას აძლევს. ის დეტალურად ჰყვება ნელი დოროყაშვილთან მის ურთიერთობაზე და აღნიშნავს, რომ ყოფილ რძალთან თავიდან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.
"ქორწინებამდე ორი წლით ადრე გავიცანი, რამდენადაც ვიცი,
პირველად ნელიმ თხოვნით მომმართა, რომ მას ნიკას მეჯვარე არ მოსწონდა, ყველა შეხედულების გაზიარება შემიძლია, ამასაც თანადგომით მივუდექი. ეს ბიჭი, ნიკას ბავშვობის მეგობარი იყო, ნელის მასთან არანაირი წინაპირობა არ ჰქონია, ჩანაწერებში ვეუბნები კიდეც, რომ ნიკას მეგობრებში ყველაზე წესიერი იყო",- განაცხადა ნაჭყებიამ.
მან პროცესზე ნელი დოროყაშვილის მიერ მიწერილი შეტყობინება წაიკითხა.
"გუშინ იგივე დეპრესია დამეწყო. გიორგი ნარსიას რომ მიხსენებენ, ასე მემართება და რა ვქნა? ქორწილში ეგ რომ დავინახო, შეიძლება გადავხტე იქიდან და თავი მოვიკლა, ან მთელი ქორწილი მოვკვდე ტირილით. ძალიან არ მინდა ეს ჩვენი მეჯვარე იყოს. გეხვეწებით, რამე მოიფიქრეთ და უთხარით სანამ დროა ამ ოჯახს, თორემ მერე თქვენი სირცხვილი იქნება. ვერ წარმოვიდგენ მაგას ქორწილში, თან მე ძალიან მემჩნევა სახეზე, ცუდად რომ ვარ და მთელი ქორწილი მოვკვდები ტირილით. ეგ თუ დარჩა მეჯვარედ. ნიკას ახალ არ ვეუბნები არაფერს, ვუთმენ სანამ ჩამოვა. რომ ჩამოვა დაელაპარაკეთ და ერთი მეჯვარე ჰყავდეს“,- წერს დოროყაშვილი ნაჭყებიას.
როგორც ნაჭყებია აღნიშნავს, დოროყაშვილს ბასილაშვილის მეჯვარე გარეგნულად არ მოსწონდა. მისივე თქმით, ნიკოლოზს სთხოვა, ყველაფერი ისე გაეკეთებინა, როგორც ნელის გაუხარდებოდა და საკუთარ ქორწილში თავი ბედნიერად ეგრძნო.
წყარო: Ambebi