ბასილაშვილის უდიდესი ვარდნა - ნიკა თითქმის ასეულს მიღმაა

AutoSharing Option
საქართველოს პირველ ჩოგან ნიკოლოზ ბასილაშვილს რეიტინგში უდიდესი რეგრესი აქვს. ჩვენებური ერთბაშად 56 საფეხურით დაქვეითდა და ახლა 92-ე ადგილს იკავებს.

ეს კი იმან გამოიწვია, რომ ნიკოლოზს ინდიან უელსის მასტერსზე მეორე წრეში მარცხისთვის 600 ქულა დააკლდა, რადგან შარშანდელი ფინალისტი იყო.

აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილისთვის ეს 2017 წლის იანვრის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. საუკეთესო რეიტინგი კი მან 2019 წლის 27 მაისს დააფიქსირა, როდესაც პლანეტის მე-16 ნომერი გახლდათ. 

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის საჩოგბურთო სეზონი ქართველისთვის თითქმის დასრულებულია. ის თბილისში იმყოფება და ყოფილ მეუღლესთან წარმოებულ სასამართლო
პროცესებს უნდა დაესწროს, რის გამოც ორ ტურნირს გამოტოვებს და სავარაუდოდ, სეზონს პარიზის მასტერსზე ამ თვის ბოლოს დახურავს.

აქვე გეტყვით, რომ რეიტინგი ოფიციალურად ორშაბათს განახლდება.
მკითხველის კომენტარები / 8 /
იარე ახლა სხვადასხვა კურორტებზე და ოცეულში დაგაბრუნებ მე. ქართული ხასიათი გამოავლინა მაინც.
Idki
11 ოქტომბერი 2022 17:35
13
ფსიქოლოგია რამდენს ნიშნავს სპორტში, სად გადაეყარა ამ პროვოკატორს.
laziale
11 ოქტომბერი 2022 14:28
4
ახლა ნიკაიე დეისვენებს, მაგიორში ნილიკოს გამეიყვანენ და ყველაი უბრძოლველად დაყრის ჩოგანს!
Naturali Guruli
11 ოქტომბერი 2022 13:48
10
ნიკა! გამძლეობა მოგცეს ღმერთმა! სულ, რომ "მტყუანი" იყო, მაინც შენ დაგიჭერთ მხარს! ნორმალური ფსიქიკის ქალი, საშინაო ოჯახის საქმეს, არ გამოიტანს გარეთ! ამით დასტურდება, რომ ამ ქალს თავში, მთლად ვერ აქვს კარგად საქმე! ასეთებმა სამწუხაროდ ადამიანის ამოჩემება იციან, ეს უკვე ფსიქიატრიის სფეროა!
ნატა
11 ოქტომბერი 2022 12:31
4
https://www.flashscore.com/player/basilashvili-nikoloz/Kb8ttRy2/
გია
11 ოქტომბერი 2022 12:25
0
ნიკა, გული არ გაიტეხო! წარმატებები კიდევ წინ გაქვს! თან შენ უკვე საქართველოს სახელი ღირსეულად დაამკვიდრე საჩოგბურთო სამყაროში არაერთი დიდი ტურნირის მოგებით. სამართალი იზეიმებს და იმედია მალე მორჩები ამ უაზრო და ცრუ ბრალდების გამო წარმოებულ სასამართლოს. შემდეგ უკვე ჩოგბურთზე შეგეძლება ძალების მიმართვა. წარმატებები!
დათო
11 ოქტომბერი 2022 12:24
2
ინდიან უელსი მარტში იყო და ახლა აკლებენ იმ ქულებს? მაშინ ნიკა მე-18 იყო,ახლა 36-ეა, ოირშაბათიდან რა იქნება არ ვიცი,მაგრამ ახლა 36-ა
გია
11 ოქტომბერი 2022 12:22
2
ნელი დოროყაევის გადამკიდე, ნიკა კიდევ როგორ თამაშობს, ეს არის გასაკვირი! ეშმაკი, რომ გადაგეკიდება, მითუმეტეს ქალის სახით, ეს არის საშინელება! ნიკა როგორმე გაუძელი, აუცილებლად დაამარცხებ ამ ურჩხულს, რომელსაც ნელი ქვია!!!!!!
შენი ქომაგი!
11 ოქტომბერი 2022 11:55
5

სიახლეები პოპულარული