"ის შეესწრო ინციდენტს, რომელიც მაშინ მოხდა, როცა დოროყაშვილი შვილის წამოსაყვანად მივიდა" - სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარ ქალს დაკითხავენ

AutoSharing Option
ფსი­ქო­ლო­გი­ურ და ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლის, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მე­გო­ბარ ქალს და­კი­თხა­ვენ. დაც­ვის მხა­რის გან­ცხა­დე­ბით, ის იმ ინ­ცი­დენტს შე­ეს­წრო, რო­მე­ლიც ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მშობ­ლე­ბის სახ­ლთან მა­შინ მოხ­და, როცა დო­რო­ყაშ­ვი­ლი შვი­ლის წა­მო­საყ­ვა­ნად მი­ვი­და.

ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ აღ­ნიშ­ნულ პირს იქ ყოფ­ნის უფ­ლე­ბა სოც­მუ­შა­კე­ბის­გან არ ჰქონ­და.

"თვალ­ყურს ვა­დევ­ნებ პრო­ცე­სებს, მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს ვეს­წრე­ბი. მე პი­რა­დად არ და­მი­ნა­ხავს ეს გო­გო­ნა, არც ლუ­კასს არ და­უ­ნა­ხავს. ისევ ვე­ლო­დე­ბი ტყუ­ი­ლე­ბის მო­რიგ სე­რი­ას, სამ­წუ­ხა­როა, რომ ამ ადა­მი­ა­ნებს იმის გა­აზ­რე­ბა არ აქვთ, რომ არი­ან სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გჭირ­დე­ბა
ფაქ­ტე­ბი და არ­გუ­მენ­ტე­ბი შენი სი­მარ­თლის და­სამ­ტკი­ცებ­ლად და სა­ინ­ტე­რე­სოა, დღეს მოწ­მე რას ისა­უბ­რებს. მეც ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს რო­გორ არის და­რი­გე­ბუ­ლი დაც­ვის მხა­რის მიერ და დღე­საც ვე­ლო­დე­ბი ტყუ­ი­ლე­ბის მო­რიგ სე­რი­ას. ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დე­ბო­დი მის იქ ყოფ­ნას, რად­გან ის სოც­მუ­შა­კის­გან გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი იყო და მას იქ ყოფ­ნა იმ სახ­ლში ეკ­რძა­ლე­ბო­და", - გა­ნა­ცხა­და დო­რო­ყაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით წა­რუდ­გი­ნა, რაც გუ­ლის­ხმობს ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბას არას­რულ­წლოვ­ნის თან­დას­წრე­ბით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა და­უ­ზუს­ტა და მას ძა­ლა­დო­ბის რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდ­თან ერ­თად, ფსი­ქო­ლო­გი­ურ და ეკო­ნო­მი­კურ ძა­ლა­დო­ბა­საც ედა­ვე­ბი­ან.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 21 მა­ისს, თბი­ლის­ში, ავ­ჭა­ლის და­სახ­ლე­ბა­ში, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი 2020 წლის 22 მა­ისს და­ა­კა­ვეს. სა­სა­მარ­თლომ ბა­სი­ლაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხუთ 100 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და. ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის 4 და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის ერთ ეპი­ზოდ­ზე ედე­ბა ბრა­ლი.

წყარო: Ambebi.ge
მკითხველის კომენტარები / 18 /
ჭინკა დურაკაშვილი იმდენს იზამს, რომ ციხეში თავად მოხვდება ცილისწამებისთვის.
ქ. გ.
15 ოქტომბერი 2022 17:02
3
ეს გადარეული ნელი მიიყვანეთ ფსიქიატრთან, თორე მერე უკვე დაგვიანებული იქნება და ვეღარაფერი უშველის.
ლაშა
15 ოქტომბერი 2022 12:52
4
იცით რა მაინტერესებს?სანაძემ ბურჯანაძემ და ანდრონიკაშვილმა კალათბურთის თამაშს თავი დაანებეს?არსად არ თამაშობენ და დაიწყო კალათბურთის ჩემპიონატები უკვე და ესენი არსად ჩანან,იქნებ დაინტერესებულიყავით ამ თემით!!!
გაგა
15 ოქტომბერი 2022 13:42
0
ვითომ ამ გოგოს არ უნდა ნიკას ფულები?!
ლადო
16 ოქტომბერი 2022 02:08
16
საყვარლის მოწმედ მოყვანა რამე ახალია?!
!!!
15 ოქტომბერი 2022 22:39
16
ეჰ,ამათი შვილი ლუკასი მეცოდება!
ბექა
15 ოქტომბერი 2022 13:21
0
თავისი შვილი მამამისს სხვა ქალთან რომ ხედავს ეგ აღარ ტკენს გულს ბავშვს?!
ირაკლი
15 ოქტომბერი 2022 13:00
15
დედას ფული შვილზე მეტად რომ აინტერესებს მაშინ რა ქნას ბავშვმა...
კახა
15 ოქტომბერი 2022 13:17
3
ნახევ საქართველოს ქალი ემიგრანტები არჩენენ,მათ შორის ქმრებს და ერთი ნელი გაგიკვირდათ ამ ქართველ კაცებს? მთელმა ევროპამ იცის რომ საქართველოში ქალები არჩენენ ქმრებს!!ქალები კი ევროპელ მოხუცებს უვლიან!!!!!!
კახას
15 ოქტომბერი 2022 23:02
2
წარმომიდგენია ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა როცა მამამისმა თავისი საყვარელი გააცნო,როგორ ეტკინებოდა გული!!
გიგი
15 ოქტომბერი 2022 20:01
6
აჰა,მთავარი დამნაშავეც გამოჩენილაა!!!
!!
15 ოქტომბერი 2022 16:46
2
ეს უკვე მაგარი სპექტაკლიაა!!!ერთი მეორეზე უარესები ხართ!!!!
SOS
15 ოქტომბერი 2022 16:10
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული