"ჩვენ თით­ქმის ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი ტყუ­ი­ლი ვნა­ხეთ სა­სა­მარ­თლო­ში და შე­იძ­ლე­ბა დო­რო­ყაშ­ვი­ლი ფიქ­რობს, რომ ყვე­ლა იტყუ­ე­ბა სა­სა­მარ­თლო­ში" - "ბასილას" მეგობარი გოგონა

AutoSharing Option
ჩვენ თით­ქმის ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი ტყუ­ი­ლი ვნა­ხეთ სა­სა­მარ­თლო­ში და შე­იძ­ლე­ბა ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლი ფიქ­რობს, რომ ყვე­ლა იტყუ­ე­ბა სა­სა­მარ­თლო­ში, - ასე უპა­სუ­ხა ბრალ­დე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლის ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მე­გო­ბარ­მა ქალ­მა, შარ­ლო­ტა ე­ლე­ნა ფონ­დერ­ლინ­დემ კი­თხვას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლი მას ადა­ნა­შა­უ­ლებს ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა­სა და იმა­ში, რომ ავ­ჭა­ლის ეპი­ზოდ­ში ის ად­გილ­ზე არ იმ­ყო­ფე­ბო­და.

"მე სა­სა­მარ­თლო­ში ხელი მო­ვა­წე­რე, რომ ვი­ტყო­დი მხო­ლოდ სი­მარ­თლეს და არა­ფერს სი­მარ­თლის გარ­და. ჩვენ ამ თით­ქმის ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი ტყუ­ი­ლი ვნა­ხეთ სა­სა­მარ­თლო­ში და შე­იძ­ლე­ბა ის ფიქ­რობს რომ ყვე­ლა იტყუ­ე­ბა სა­სა­მარ­თლო­ში",-
გა­ნა­ცხა­და შარ­ლო­ტა ე­ლე­ნამ.

მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ყვე­ლა­ზე კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, შე­სა­ბა­მი­სად, უჭირს იმის წარ­მოდ­გე­ნა, რომ ვინ­მეს მათ­თვის რა­ი­მე მსგავ­სის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლია.

"ნი­კო­ლო­ზი და მისი ოჯა­ხი ყვე­ლა­ზე კე­თი­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, ვი­საც კი ოდეს­მე შევ­ხვედ­რი­ვარ და ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, რომ ვინ­მეს შე­უძ­ლია რა­ი­მე მსგავ­სის გა­კე­თე­ბა მათ­თვის".

ცნო­ბის­თვის, ბრალ­დე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე, ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მე­გო­ბარს ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

ამას­თან, დო­რო­ყაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ 2020 წლის 21 მა­ისს, როცა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მშობ­ლე­ბის სახ­ლთან ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და, ეს შარლოტას არ და­უ­ნა­ხავს, ვი­ნა­ი­დან იქ არ ყო­ფი­ლა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით წა­რუდ­გი­ნა, რაც გუ­ლის­ხმობს ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბას არას­რულ­წლოვ­ნის თან­დას­წრე­ბით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა და­უ­ზუს­ტა და მას ძა­ლა­დო­ბის რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდ­თან ერ­თად, ფსი­ქო­ლო­გი­ურ და ეკო­ნო­მი­კურ ძა­ლა­დო­ბა­საც ედა­ვე­ბი­ან.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 21 მა­ისს, თბი­ლის­ში, ავ­ჭა­ლის და­სახ­ლე­ბა­ში, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი 2020 წლის 22 მა­ისს და­ა­კა­ვეს. სა­სა­მარ­თლომ ბა­სი­ლაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 100 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და. ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის 4 და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის ერთ ეპი­ზოდ­ზე ედე­ბა ბრა­ლი.

წყარო: Ambebi

მკითხველის კომენტარები / 11 /
ამ გოგოზეა "აცრილი და გაგიჟებული" ეს ალქაჯი ნელი! ვერ იტანს ნიკას სხვა გოგო, რომ უყვარს და არა გიჟი ნელი! ნიკა, გისურვებ მალე დამთავრებულიყოს ეს დოროყვას "სასამართლოები" და განთავისუფლებულიყავი სამუდამოდ ამ გადარეულისგან!
წარმატებები ნიკას!
11:54 16-10-2022
6
ვინც ჭინკა დურაკაშვილს ამართლებს, იმან მოიყვანოს ასეთი ცოლი, და მერე მიხვდება, თუ რა დიდი შეცდომა დაუშვა.
ქ. გ.`
14:42 16-10-2022
7

სიახლეები პოპულარული