"როდესაც ნიკამ ნელი გამაცნო, დავინახე, რომ... სამწუხაროდ, ვერაფერს შევცვლიდი..." - რას წერს ბასილაშვილის მოძღვარი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ

AutoSharing Option
ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მოძღვარი არქიმანრდიტი ანთიმოზ ივერიელი სოციალური ქსელის მეშვეობით ბასილაშვილი-დოროყაშვილის სასამართლო პროცესის დასრულებას ეხმაურება და წერს:

"სანამ ნიკა ''იმას'' ცოლად მოიყვანდა ორი წლის განმავლობაში ხშირი ურთიერთობა მქონდა როგორც მოძღვარს სულიერ შვილთან და მეგობართან. როდესაც ნიკამ სამებაში ნელი დოროყაშვილი გამაცნო მასში მტაცებელი დავინახე.

სამწუხაროდ ვერაფერს შევცვლიდი. ნიკას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა და ჯვრისწერის დღეზე შესათანხმებლად იყვნენ მოსულნი. ეს იყო გულუბრყვილო ბიჭის შეცდომა. მადლობა ღმერთს და ქალბატონ მოსამართლეს.

ყოფილი მეუღლის ბრალდება ჩემთვის თავიდანვე ნონსენსი და ფანტასტიკის სფერო იყო. ნიკა ზედმეტად კეთილშობილი და
გულწრფელი ადამიანია. მას ყველაზე ცოტა 5 წელი შეუძლია ჩოგბურთის უმაღლეს დონეზე თამაში და ''ტოპ''15-ში დაბრუნება, რასაც თავდაუზოგავი შრომა და ვარჯიში სჭირდება. ჯანი და მხნეობა ნიკა! შენ შეგიძლია", - წერს მამა ანთიმოზი.
მკითხველის კომენტარები / 45 /
შენ ხარ მნიქვნელი არანაირი მამაო არ ხარ შენ, არ სჭირდება ნიკას შენი დაცვა, პირიქით უფრო აკნინებს შენთან მეგობრობა და ნაცნობობა ყველა ადამიანს ზოგადად. ასე რომ თუ კარგი გინდა მისთვის ჯობს გაჩუმდე. მომინდომა დივიდენდები
გოგა
20:50 24-10-2022
27
რამდენი ქალი ჩააწვინეს მიწაში არაკაცებმა,რამდენი ბავშვი დატოვეს დედის გარეშე,დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე ვდგავართ და არავის არ აინტერესებს!!!!
საქართველო უპირველესად
18:18 24-10-2022
36
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული