"როდესაც ნიკამ ნელი გამაცნო, დავინახე, რომ... სამწუხაროდ, ვერაფერს შევცვლიდი..." - რას წერს ბასილაშვილის მოძღვარი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ

AutoSharing Option
ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მოძღვარი არქიმანრდიტი ანთიმოზ ივერიელი სოციალური ქსელის მეშვეობით ბასილაშვილი-დოროყაშვილის სასამართლო პროცესის დასრულებას ეხმაურება და წერს:

"სანამ ნიკა ''იმას'' ცოლად მოიყვანდა ორი წლის განმავლობაში ხშირი ურთიერთობა მქონდა როგორც მოძღვარს სულიერ შვილთან და მეგობართან. როდესაც ნიკამ სამებაში ნელი დოროყაშვილი გამაცნო მასში მტაცებელი დავინახე.

სამწუხაროდ ვერაფერს შევცვლიდი. ნიკას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა და ჯვრისწერის დღეზე შესათანხმებლად იყვნენ მოსულნი. ეს იყო გულუბრყვილო ბიჭის შეცდომა. მადლობა ღმერთს და ქალბატონ მოსამართლეს.

ყოფილი მეუღლის ბრალდება ჩემთვის თავიდანვე ნონსენსი და ფანტასტიკის სფერო იყო. ნიკა ზედმეტად კეთილშობილი და
გულწრფელი ადამიანია. მას ყველაზე ცოტა 5 წელი შეუძლია ჩოგბურთის უმაღლეს დონეზე თამაში და ''ტოპ''15-ში დაბრუნება, რასაც თავდაუზოგავი შრომა და ვარჯიში სჭირდება. ჯანი და მხნეობა ნიკა! შენ შეგიძლია", - წერს მამა ანთიმოზი.
მკითხველის კომენტარები / 45 /
შეიძლება ნეკა მართლა საშინელი ადამიანია, მაგრამ შენ ნამდვილად არ ხარ მოძღვარი. სულიერი მამაა რო კითხო და ღვარძლს თესავს ისედაც უბედურ საზოგადოებაში
ლადო
13:01 23-10-2022
22
წარმატებები ნიკას.
სასამართლოში ბოროტი მატყუარა დამარცხდა.
ეს იყო სამართლიანობის, ბასილაშვილის და საქართველოს გამარჯვება.
ქ. გ.
12:12 23-10-2022
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული