ავსტრიის დედაქალაქში 500 ქულიანი ტურნირი 24 ოქტომბერს დაიწყება, ნიკოლოზი კი პირველივე წრეში მსოფლიოს მე-4 ნომერ რუს დანიილ მედვედევს დაუპირისპირდება.
მოგეხსენებათ, 26 წლის მედვედევი რამდენიმე თვის წინ სულაც პირველი ნომერი იყო...
თუ ბასილაშვილმა ეს უმძიმესი შეხვედრა თავის სასარგებლოდ დაასრულა და მერვედფინალში გააღწია, იქაც უმძიმესი ბრძოლა ელის, რადგან ორი უმაღლესი დონის ჩოგბურთელიდან ერთ-ერთს, ან ტომი პოლს (აშშ), ან დომენიკ ტიმს (ავსტრია) დაუპირისპირდება.
ქართველისა და რუსის შეხვედრა