ბასილაშვილმა გაიმარჯვა და წარუმატებელი სერია შეწყვიტა
AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილი (106) დღეს პარიზის მასტერსზე (საპრიზო ფონდი 6 008 725 ევრო) ჩაერთო და პირველ წრეში ფრანგი კვენტინ ჰალისი (26) 2 სეტში 6:3, 6:4 დაამარცა. მატჩი 1 საათსა და 15 წუთს გაგრძელდა.
ნიკოლოზს ბოლო 10 მატჩიდან 9 წაგებული ჰქონდა და უსიამოვნო სერია პარიზში დასრულდა.
მისი შემდეგი მეტოქე ხორვატ მარინ ჩილიჩსა (17) და იტალიელ ლორენცო მუსეტის (23) შორის გამარჯვებული იქნება. მათი მატჩი ახლახან დაიწყო.
როგორ ვგულშემატკივრობ ამ ბიჭს, პირადი ცხოვრება აერია, იმედია დალაგდება ყველაფერი, ღმერთმა ხელი მოუმართოს პირადშიც და სპორტშიც, ულევი წარმატებები, უფლის წყალობა ნიკა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
გაგვახარე ძველებურად
უსიამოვნებები უკან არის
ყოველ თამაშის წინ ილოცე,
პირჯვრის გადაწერა ნუ შეგრცხვება