4,7 მილიონი აშშ დოლარი ნოვაკს - ჯოკოვიჩმა შემაჯამებელი ტურნირი მეექვსედ მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიაში წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩმა კასპერ რუდი 7:5 6:3 დაამარცხა.

პირველ სეტში სერბმა მეტოქის ჩაწოდება მე-12 გეიმში მოუგო და დაწინაურდა, მე-2 სეტში კი ნოვაკმა უპირატესობა მე-4 გეიმში მოიპოვა და კარგად დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანა.

ამრიგად, ჯოკოვიჩმა წლის შემაჯამებელი ტურნირი კარიერაში მეექვსედ მოიგო და დიდებულ კარიერას მორიგი პრესტიჟული ტიტული შემატა.

ლეგენდარული სერბი 35 წლის ასაკში გახდა ყველაზე ხანდაზმული მოთამაშე, რომელმაც ეს პრესტიჟული ჯილდო დაისაკუთრა. 

ის როჯერ ფედერერს გაუთანაბრდა, რომელსაც წლის შემაჯამებელი ტურნირი ასევე ექვსჯერ აქვს დასაკუთრებული.

ნოლემ 4,7 მილიონი
აშშ დოლარი გამოიმუშავა, რადგან ტურნირი წაუგებლად დაასრულა, ეს კი ისტორიული მაჩვენებელია. მან 1500 ქულაც მიიღო, რისი წყალობითაც 2022 წელს მე-5 ადგილზე დაასრულებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
იმის გამო რომ არ აიცრა, ორჯერ არ დაუშვეს ტურნირზე (ორი ტიტული წაართვეს), ერთხელ დისკვალიფიკაცია მისცეს და ერთხელაც უიმბლდონის ტურნირზე ქულების დაწერის წესდება სპეციალურად შეცვალეს და 2000 ქულა ჩამოაკლეს! აი ასეთ სამართლიან მსოფლიოში ვცხოვრობთ!
Shoda
12:47 21-11-2022
2

სიახლეები პოპულარული