რაფაელ ნადალმა განაცხადა, რომ მზადაა დიდი სპორტიდან წასვლის შემდეგ ახალი ცხოვრების დასაწყებად.
"ჩემი დროც მოვა. უკვე მზად ვარ ჩოგბურთის შემდეგ სხვა ცხოვრებისთვის. არ ვფიქრობ, რომ მასთან შეგუება გამიჭირდება.
ჩემი პირადი ცხოვრება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჩოგბურთი, ან შესაძლოა მეტად მნიშვნელოვანიც".
შეგახსენებთ, რაფა 36 წლისაა. კარიერის დასრულების გადაწყვეტილებას ესპანელი ჩოგბურთელი ჯერჯერობით არ იღებს, თუმცა, როგორც ჩანს, ეს დღე არც ისე შორსაა.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით