ავსტრალიის ღია პირველობის მესამე ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვა.
ამერიკელმა ტომი პოლმა (35) თანამემამულე ბენ შელტონი (89) 7:6 6:3 5:7 6:4 დაამარცხა.
მიუხედავად მეტოქის კარგი ჩაწოდებისა (ბენს 24 ეისი ჰქონდა), ტომი მშვენივრად გამოიყურებოდა და 20 წლის გამოუცდელი მოწინააღმდეგე კლასის ხარჯზე დაჯაბნა.
ამრიგად, პოლი ნახევარფინალში გავიდა, სადაც ნოვაკ ჯოკოვიჩსა (5) და ალექსანდრ რუბლევს (6) შორის გამარჯვებულს შეხვდება, ტოპ 10-ეულის წევრების შეხვედრა დღეს, 25 იანვარს, თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება.
მეორე ნახევარფინალური მატჩი 27 იანვარს, კარენ ხაჩანოვსა (20) და სტეფანოს ციციპასს (4) შორის გაიმართება.