ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხე მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში ნოვაკ ჯოკოვიჩმა (5) ანდრეა რუბლევი (6) მარტივად 6:1 6:2 6:4 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
ტურნირის მსვლელობისას სერბი ჩოგბურთელი ამბობდა, თითქოსდა ტრავმა აწუხებდა, თუმცა კვლავაც მოწოდების სიმაღლეზეა და მორიგი დიდი სლემის ტურნირის მოგებისკენ მიიწევს.
ნოვაკის მეტოქე ნახევარფინალში ტონი პოლი (35) იქნება, მეორე ფინალისტის ვინაობა კი სტეფანოს ციციპასსა (4) და კარენ ხაჩანოვს (20) შორის გაირკვევა.
ორივე მატჩი 27 იანვარსაა ჩანიშნული.