“გაუმარჯოს რუსეთს, დიდხანს სიცოცხლე რუსებს" - ჯოკოვიჩის მამა სკანდალში გაეხვია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალის წინ მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელის, ნოვაკ ჯოკოვიჩის გარშემო დიდი სკანდალი აგორდა. 

ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც სერბმა მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში რუსი ანდრეი რუბლევი მარტივად დაამარცხა. 

მატჩის დასრულების შემდეგ ეს წარმატება სერბმა ფანებმა მელბურნ პარკში აღნიშნეს, მათ კი ნოვაკის მამა სრდიანი შეუერთდა.

ისინი პოზირებდნენ რუსეთის დროშით, რომელზეც ვლადიმერ პუტინის სახე იყო გამოსახული. გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც "როდ ლეივერ არენასთანაა" გადაღებული, კარგად ჩანს უფროსი ჯოკოვიჩის სიტყვები, სადაც ის ამბობს - “გაუმარჯოს რუსეთს, დიდხანს სიცოცხლე რუსებს.”

მოგეხსენებათ, მიმდინარე
ავსტრალიის ღია პირველობაზე რუსეთისა და ბელარუსის მხარდამჭერი ყველანაირი სიმბოლიკის ჩვენება აკრძალულია.

ამიტომ ადგილობრივმა პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 4 პიროვნება "მელბურნ პარკიდან" გააძევა. 

სრდიან ჯოკოვიჩი გასული წლის ამ პერიოდში განსაკუთრებულად აქტიური გახლდათ, როდესაც მისი შვილი ავსტრალიიდან ვაქცინის გაუკეთებლობის გამო დაადეპორტეს.

მაშინ მან დაადანაშაულა ავსტრალიის სახელმწიფო მისი შვილის შთამომავლების "მკვლელობის" მცდელობაში.

გავრცელებულ ვიდეოს ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში უკრაინის ელჩი ვასილ მიროშნიჩენკო გამოეხმაურა, რომელმაც სრდიანის საქციელს სამარცხვინო უწოდა.

შეგახსენებთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩის მეტოქე ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში აშშ-ის წარმომადგენელი ტომი პოლი იქნება. მატჩი 27 იანვარს, თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება.

altყვავილები ინტერვიუს დაწყებამდე - ჯოკოვიჩმა ბარბარა შეტს საჩუქარი გაუკეთა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 24 /
სრდიან არა იროდიონი.:)

ქართულად სრჯან გამოითქმის. სრჯან ჯოკოვიჩი, თუ სადმე არაა, ზის მუდმივად ნოვაკ ჯოკოვიჩის რესტორანში ნოვი ბელგრადში და თავი კიტრად მოაქვს.
ლევანი
26 იანვარი 2023 15:26
9
ახვარი ყოფილა მამა.
გიორგი
26 იანვარი 2023 16:50
0
რა არი აქ გასაკვირი , აშშ-მ და ნატომ მიწა წაართვეს, რუსეთი არ აღიარებს და მხარს უჭერს და რატო გიკვირთ? აბა რა უნდა ქნან ? მოუტრიალდნენ და ისაო , შენაო ჯიგაროო მხარს კი გვიჭერო და გვეხმარებიო მაგრამო, ეხლა მოდაშია რო გაგინოთ და სხვა გზაა არ არისოო??? ჩვენ რუსებს იმიტო ვაგინებთ რო მიწები აგვახიეს, თორე აბა ეხლა ისე რო მომხდარიყო რომ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ჩვენი მხარე რომ დაეჭირა და ჩვენ მოგვხმარებოდა, და დღეს რას ვიტყოდით ჩვენ? ასე რომ ეს დიდი ქვეყნები ყველა თავის საქმეს აკეთებს და ამ პატარა მეორე ხარისხოვან ქვეყნებს თავის ჭკუის სატარებლად ჭირდებათ
Vasili
27 იანვარი 2023 10:52
5
მართლა ახია აშშ-ნატო-ზე,რატომ კიდევ უფრო მკაცრად არ- დასაჯა-დაშალა ავადმყოფი სერბების სახელმწიფო-,,პატარა რუსეთი,, შუა გულ ევროპაში(?!),რა ესაქმებოდა ხორვატებს,სლოვენებს, მაკედონელებს ...სერბებთან ერთად-ერთ სახელმწიფოში,სისასტიკით რომ შექმნეს ე.წ. ოუგოსლავია(?!)...ან ი ც ი თ რაებს ჩადიოდნენ სერბები-რუსების დახმარებით ხორვატიაში,ან ბოსნიაში(?!)...ო ჯ ა ხ ე ბ ი თ ხოცავდნენ ხორვატებს,მერე ბოსნიელებს,ან თუ იცით ახალგაზრდა ხორვატი ჯარისკაცმა- რა დაწერა სერბების გადამკიდე(?!) - ,,ღმერთო,გთძოვ,თუ მოვკვდები-სამოთხეში წამიყვანე,ჯოჯოხეთი უკვე ვნახე,,-ო(?!)... ან - ბოსნიელებს რომ ხოცავდნენ მიზანმიმართულად ქრისტიანულ დღეებში, ბავშვებს,ქალებს- კეფაში მიბჯენით- აც- სისასტკით,როგორც ეს რუსად წოდებულ ფინო-უგრების და თათარ-მონღოლების ნაჯვარ ჯოგს ჩვევია(?!),-რას ნიშნავდა ეს,თუ არა ადამიანთ მიმართ ავადმყოფური ზიზღს(?!) ...ხოდა- ხორვატებმა- ც ა უ გ ე ს წესი იმპერიაზე მეოცნებე ცალტვინა სერბებს,შედეგად დღეს მასზე გაცილებით წარმატებულად- სახელმწიფო აქვს, წარმატებულად ცხოვრობს, მათი სახელმწიფო ,,ევროკავშირის,, წევრიც არის და აბა მოიძიეთ -და შეადარეთ სერბეთის ცხოვრების დონეს(?!),
თურმე ,,საშინელება ჩაიდინა-ნატო,,-მო(?!) ...საშინელებებს სერბები ჩადიოდნენ,ვიმეორებ -რუსების დახმარებით, რასაც რუსები აკეთებდნენ აფხაზეთი, სამაჩაბლოში ქართველობის წინააღმდეგ- ეთნიკური წმენდები და გენოციდით + 300 000 ლტოლვილი გაგვიხადეს...მას უკეთებდნენ სერბები ხოვატებს და ბოსნიელებს(!)
აყოლილები ხართ -რუსულ ანტი დასავლურ პროპაგანდას და რას აღარ...
კახაბერი
27 იანვარი 2023 06:19
1
ჯოკოვიჩი ხომ მაგარზე მაგარია?! - მამა მთლად უმაგრესი ჰყოლია! სარდიონ კაცი ყოფილხარ!
ეხხხ!
26 იანვარი 2023 23:04
37
ჯიკოვიჩი ფანტასტიური ჩოგბურთელია და ძლიერი პიროვნება. მისი პროტესტი იძულებითი კოვიდ-აცრის წინააღმდეგ სანაგალუთო იყო. მამამისი კი უნამუსო .ირი ყოფილა.
გიორგი
26 იანვარი 2023 16:49
8
თვითონ ჯოკოვიჩი მაგარი კაცია ! აი მამა კი ვერ აღზარდა წესიერად PP
zura222
26 იანვარი 2023 19:36
12
სწორედ სერბების ბრალია საქართველომ აფხაზეთი და სამაჩაბლო რომ დავკარგეთ.მათ ვერ აიტანეს იუგოსლავიის დაშლა და ყველა რესპუბლიკას ომი დაუწყეს სადაც 80 ათასი კაცი დაიღუპა.ამიტომაც დაბომბეს ბელგრადი რათა სისხლიღვრა შეეჩერებინათ.სწორედ კოსოვოს აღიარებაც ამიტომ მოხდა რაც რუსეთმა გამოიყენა და 20% წაგვართვა. რომ არა სერბეთის ეს სისასტიკე /რის გამოც სერბეთის ლიდერი მილოშევიჩი ჰააგაში გაასამართლეს/ რუსები ჩვენი ტერიტორიების აღიარებას არ იზავდენ.მაგრამ პრორუსებს ანუ ანტიდასავლელ საქართველოს მოღალატეებს ეს არ გაინტერესებთ.
ასეა ეს
27 იანვარი 2023 12:46
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული