“გაუმარჯოს რუსეთს, დიდხანს სიცოცხლე რუსებს" - ჯოკოვიჩის მამა სკანდალში გაეხვია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალის წინ მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელის, ნოვაკ ჯოკოვიჩის გარშემო დიდი სკანდალი აგორდა. 

ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც სერბმა მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში რუსი ანდრეი რუბლევი მარტივად დაამარცხა. 

მატჩის დასრულების შემდეგ ეს წარმატება სერბმა ფანებმა მელბურნ პარკში აღნიშნეს, მათ კი ნოვაკის მამა სრდიანი შეუერთდა.

ისინი პოზირებდნენ რუსეთის დროშით, რომელზეც ვლადიმერ პუტინის სახე იყო გამოსახული. გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც "როდ ლეივერ არენასთანაა" გადაღებული, კარგად ჩანს უფროსი ჯოკოვიჩის სიტყვები, სადაც ის ამბობს - “გაუმარჯოს რუსეთს, დიდხანს სიცოცხლე რუსებს.”

მოგეხსენებათ, მიმდინარე
ავსტრალიის ღია პირველობაზე რუსეთისა და ბელარუსის მხარდამჭერი ყველანაირი სიმბოლიკის ჩვენება აკრძალულია.

ამიტომ ადგილობრივმა პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 4 პიროვნება "მელბურნ პარკიდან" გააძევა. 

სრდიან ჯოკოვიჩი გასული წლის ამ პერიოდში განსაკუთრებულად აქტიური გახლდათ, როდესაც მისი შვილი ავსტრალიიდან ვაქცინის გაუკეთებლობის გამო დაადეპორტეს.

მაშინ მან დაადანაშაულა ავსტრალიის სახელმწიფო მისი შვილის შთამომავლების "მკვლელობის" მცდელობაში.

გავრცელებულ ვიდეოს ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში უკრაინის ელჩი ვასილ მიროშნიჩენკო გამოეხმაურა, რომელმაც სრდიანის საქციელს სამარცხვინო უწოდა.

შეგახსენებთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩის მეტოქე ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში აშშ-ის წარმომადგენელი ტომი პოლი იქნება. მატჩი 27 იანვარს, თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება.

altყვავილები ინტერვიუს დაწყებამდე - ჯოკოვიჩმა ბარბარა შეტს საჩუქარი გაუკეთა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 24 /
სწორედ სერბების ბრალია საქართველომ აფხაზეთი და სამაჩაბლო რომ დავკარგეთ.მათ ვერ აიტანეს იუგოსლავიის დაშლა და ყველა რესპუბლიკას ომი დაუწყეს სადაც 80 ათასი კაცი დაიღუპა.ამიტომაც დაბომბეს ბელგრადი რათა სისხლიღვრა შეეჩერებინათ.სწორედ კოსოვოს აღიარებაც ამიტომ მოხდა რაც რუსეთმა გამოიყენა და 20% წაგვართვა. რომ არა სერბეთის ეს სისასტიკე /რის გამოც სერბეთის ლიდერი მილოშევიჩი ჰააგაში გაასამართლეს/ რუსები ჩვენი ტერიტორიების აღიარებას არ იზავდენ.მაგრამ პრორუსებს ანუ ანტიდასავლელ საქართველოს მოღალატეებს ეს არ გაინტერესებთ.
ასეა ეს
12:46 27-01-2023
4
რა არი აქ გასაკვირი , აშშ-მ და ნატომ მიწა წაართვეს, რუსეთი არ აღიარებს და მხარს უჭერს და რატო გიკვირთ? აბა რა უნდა ქნან ? მოუტრიალდნენ და ისაო , შენაო ჯიგაროო მხარს კი გვიჭერო და გვეხმარებიო მაგრამო, ეხლა მოდაშია რო გაგინოთ და სხვა გზაა არ არისოო??? ჩვენ რუსებს იმიტო ვაგინებთ რო მიწები აგვახიეს, თორე აბა ეხლა ისე რო მომხდარიყო რომ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ჩვენი მხარე რომ დაეჭირა და ჩვენ მოგვხმარებოდა, და დღეს რას ვიტყოდით ჩვენ? ასე რომ ეს დიდი ქვეყნები ყველა თავის საქმეს აკეთებს და ამ პატარა მეორე ხარისხოვან ქვეყნებს თავის ჭკუის სატარებლად ჭირდებათ
Vasili
10:52 27-01-2023
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული