ავსტრალიის ღია პირველობის მეორე ნახეავრფინალშ ნოვაკ ჯოკოვიჩმა (5) ტომი პოლი (35) მარტივად 7:5 6:1 6:2 დაამარცხა და წლის პირველი დიდი სლემის ტურნირის ფინალში გავიდა.
სერბი ჩოგბურთელი კორტზე მშვენივრად გამოიყურებოდა, 12 ეისი ჩააწოდა და 5 ორმაგი შეცდომა დაუშვა.
ნოვაკის მეტოქე ფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი (5) იქნება, რომელმაც თავის მხრივ, კარენ ხაჩანოვი 7:6 6:4 6:7 6:3 დაამარცხა.
გადამწყვეტი შეხვედრა 29 იანვარს, თბილისის დროით 12:30 საათზე გაიმართება.