ბასილაშვილმა ინდიანაში პირველივე წრეში წააგო - ნიკა რეიტინგში კიდევ მინიმუმ 13 საფეხურით დაქვეითდება

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის მასტერსის პირველ წრეში არგენტინელ პედრო კაჩინთან (66) ორ სეტში, 5:7, 3:6 დამარცხდა.

ჩვენებურმა მატჩი კარგად დაიწყო, მეტოქის ჩაწოდება აიღო და ლიდერობდა, თუმცა პირველ პარტიაში ორჯერ, მეორეში კი ერთხელ დაბრეიკდა და ტურნირიც დაასრულა.

ნიკამ ინდიანაში შარშან გამომუშავებული 35 ქულაც დაკარგა, რითაც რეიტინგში კვლავ რეგრესი ელის.

ბასილაშვილი ამჟამად 118-ე ადგილზე იმყოფება, მომდევნო ორშაბათიდან კი ის მინიმუმ 13 საფეხურით დაიხევს უკან და 131-ე ადგილს დაიკავებს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ერთი ვამპირი ქალის გამო, ასე დაღმა წაუვიდა კარიერა.
გოგია
23:49 09-03-2023
3
ვახ, როგორი საწყენია ნიკას ეს დაღმასვლა. ჯერ კიდევ იმ ასაკშია, რომ შეუძლია უმაღლეს დონეზე თამაში. ყველამ ვიცით მისი შესაძლებლობები, მაგრამ ვერა და ვერ განეწყო აგერ უკვე რამდენი ხანია. ფსიქოლოგიურად გაძლიერებას გისურვებ ნიკა, უნდა მოერიო შენ თავს. არ გაქვს უფლება კიდევ ბევრჯერ არ გაგვახარო. მთელი გულით გუსურვებ წარმატებებს!
ფეოლა
18:28 09-03-2023
1

სიახლეები პოპულარული