ბასილაშვილმა ინდიანაში პირველივე წრეში წააგო - ნიკა რეიტინგში კიდევ მინიმუმ 13 საფეხურით დაქვეითდება

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის მასტერსის პირველ წრეში არგენტინელ პედრო კაჩინთან (66) ორ სეტში, 5:7, 3:6 დამარცხდა.

ჩვენებურმა მატჩი კარგად დაიწყო, მეტოქის ჩაწოდება აიღო და ლიდერობდა, თუმცა პირველ პარტიაში ორჯერ, მეორეში კი ერთხელ დაბრეიკდა და ტურნირიც დაასრულა.

ნიკამ ინდიანაში შარშან გამომუშავებული 35 ქულაც დაკარგა, რითაც რეიტინგში კვლავ რეგრესი ელის.

ბასილაშვილი ამჟამად 118-ე ადგილზე იმყოფება, მომდევნო ორშაბათიდან კი ის მინიმუმ 13 საფეხურით დაიხევს უკან და 131-ე ადგილს დაიკავებს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ერთი ვამპირი ქალის გამო, ასე დაღმა წაუვიდა კარიერა.
გოგია
09 მარტი 2023 23:49
3
ვახ, როგორი საწყენია ნიკას ეს დაღმასვლა. ჯერ კიდევ იმ ასაკშია, რომ შეუძლია უმაღლეს დონეზე თამაში. ყველამ ვიცით მისი შესაძლებლობები, მაგრამ ვერა და ვერ განეწყო აგერ უკვე რამდენი ხანია. ფსიქოლოგიურად გაძლიერებას გისურვებ ნიკა, უნდა მოერიო შენ თავს. არ გაქვს უფლება კიდევ ბევრჯერ არ გაგვახარო. მთელი გულით გუსურვებ წარმატებებს!
ფეოლა
09 მარტი 2023 18:28
1
ჯობია გონზე მოვიდეს და დაასრულოს სპორტული კარიერა - სამწუხაროდ, მისი ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ ისედაც ვეღარ ასპარეზობს ჩვეულ დონეზე
შიშველი სიმართლე
09 მარტი 2023 15:34
10
ცოდვებმა იცის :)
.....
09 მარტი 2023 13:46
14
სამარცხვინო სპორტსმენი გახდა რა, პატივისცემით ვიყავი განწყობილი, მაგრამ საქმისადმი არასერიოზული განწყობის გამო არანაირი თანადგომის სურვილი აღარ მაქვს.
Idki
09 მარტი 2023 13:08
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული