ჩვენებურის შეხვედრა იტალიელ ჯულიო ძეპიერისთან თბილისის დროით 15:00 საათზეა ჩანიშნული, თუმცა მატჩის დაწყების თარიღმა შესაძლოა გადაიწიოს.
იმ შემთხვევაში, თუ ნიკა კვალიფიკაციის ნახევარფინალში გავა, მისი მეტოქე ან პორტუგალიელი ჟოაო სოუზა, ან არგენტინელი სანტიაგო როდრიგეს ტავერნა იქნება.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის წერდა:
"დიდი დრო გავიდა, ამიტომ, მსურს, მცირე სიახლე გავუზიარო ჩემს გულშემატკივარს და ადამიანებს, რომლები ღელავენ ჩემ
ბოლო სამი წელია ვებრძვი იდაყვის ტრავმას. თამაში ჩემი შესაძლებლობების მხოლოდ 50%-ის ფარგლებში შემიძლია. ყოველ კვირა ვსვამ ტკივილგამაყუჩებლებს და ვცდილობ, გამოსავალი ვიპოვო.
ყოველ ჯერზე აუტანელი ტკივილით მიწევდა კორტზე გასვლა, რაც ენერგიას მაცლიდა, მაკარგვინებდა თავდაჯერებულობას. მე მაინც არ ვამბობ უარს,
ყველაფერს გავაკეთებ და მჯერა, გამოსავალს ვიპოვი. მადლობა მხარდაჭერისთვის", - წერდა ბასილაშვილი.