ბასილაშვილი პარიზშია და დღეს "როლან გაროსის" საკვალიფიკაციო ეტაპში ჩაერთვება

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში იმყოფება, სადაც დღეს "როლან გაროსის" საკვალიფიკაციო ეტაპი აიღებს სტარტს.

ჩვენებურის შეხვედრა იტალიელ ჯულიო ძეპიერისთან თბილისის დროით 15:00 საათზეა ჩანიშნული, თუმცა მატჩის დაწყების თარიღმა შესაძლოა გადაიწიოს.

იმ შემთხვევაში, თუ ნიკა კვალიფიკაციის ნახევარფინალში გავა, მისი მეტოქე ან პორტუგალიელი ჟოაო სოუზა, ან არგენტინელი სანტიაგო როდრიგეს ტავერნა იქნება.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის წერდა:

"დიდი დრო გა­ვი­და, ამი­ტომ, მსურს, მცი­რე სი­ახ­ლე გა­ვუ­ზი­ა­რო ჩემს გულ­შე­მატ­კი­ვარს და ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბი ღე­ლა­ვენ ჩემ
გამო. ბოლო 3-4 წე­ლი­წა­დია ცხოვ­რე­ბა­ში ურ­თუ­ლე­სი პე­რი­ო­დი მქონ­და, რო­გორც პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში, ასე­ვე კა­რი­ე­რა­ში.

ბოლო სამი წე­ლია ვებ­რძვი იდაყ­ვის ტრავ­მას. თა­მა­ში ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მხო­ლოდ 50%-ის ფარ­გლებ­ში შე­მიძ­ლია. ყო­ველ კვი­რა ვსვამ ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩებ­ლებს და ვცდი­ლობ, გა­მო­სა­ვა­ლი ვი­პო­ვო.

ყო­ველ ჯერ­ზე აუ­ტა­ნე­ლი ტკი­ვი­ლით მი­წევ­და კორტზე გას­ვლა, რაც ენერ­გი­ას მაც­ლი­და, მა­კარ­გვი­ნებ­და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბას. მე მა­ინც არ ვამ­ბობ უარს,
ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ და მჯე­რა, გა­მო­სა­ვალს ვი­პო­ვი. მად­ლო­ბა მხარ­და­ჭე­რის­თვის", - წერდა ბასილაშვილი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული