ჩვენებურმა ფრანფი დენ ედიდი პირველ პარტიაში პირწმინდად დაჯაბნა და 6:0 გაანადგურა, თუმცა მომდევნო ორი სეტი 3:6, 6:7 დათმო და გათამაშებასაც გამოეთიშა.
უკვე ცნობილია, რომ ორშაბათს გამოსაქვეყნებელ რეიტინგში ნიკოლოზს კვლავ უდიდესი რეგრესი ექნება.
ახლა ის მსოფლიოს 595-ე ნომერია, ორშაბათიდან კი მინიმუმ 644-ე პოზიციაზე გადაინაცვლებს. მოგეხსენებათ, ბასილაშვილმა ტრავმის გამო გასულ წელს ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც სეზონის დიდი ნაწილი გაუცდა.