სერბეთში საპროტესტო აქციები მას შემდეგ იმართება, რაც ამა წლის პირველ ნოემბერს ნოვი სადში რკინიგზის სადგურის სახურავი ჩამოინგრა. უბედურ შემთხვევას 15 ადამიანი ემსხვერპლა.
მატარებლის სადგური საზეიმოდ სახელმწიფო მაღალჩინოსნების თანდასწრებით გაიხსნა. სერბეთის საზოგადოება თვლის, ადგილი კორუფციას ჰქონდა, რამაც უხარისხო სამუშაოები, ადამიანთა დაღუპვა და დაშავება გამოიწვია.
საპროტესტო აქციები უბედური შემთხვევიდან მალევე დაიწყო რასაც სტუნდენტები ხელმძღვანელობდნენ. აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს გზები, ბოიკოტი გამოუცხადეს ლექციებს და შეტაკება მოხდა
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა აქციების შესახებ განაცხადა, რომ გამოსვლები უცხოური სადაზვერვო სააგენტოების მიერაა ორგანიზებული, რომლის მიზანია მისი მთავრობის დესტაბილიზაცია. თუმცა, მზარდი ზეწოლის ქვეშ, ის დათანხმდა მომიტინგეების ზოგიერთ მოთხოვნას.
"მე, როგორც ადამიანი, რომელსაც ღრმად სწამს ახალგაზრდა ადამიანების ძალის, მათი სურვილის, ჰქონდეთ უკეთესი მომავალი, მგონია რომ მნიშვნელოვანია მათ აზრს მოუსმინონ. სერბეთს უზარმაზარი პოტენციალი აქვს და განათლებული ახალგაზრდობა ჰყავს. ეს ქვეყნისთვის დიდი აქტივია. ჩვენ უნდა მივაღწიოთ ურთიერთგაგებას და პატივისცემას. ვუსამძიმრებ ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. თქვენი ნოვაკი", - დაწერა X-ში ჯოკოვიჩმა.