"მოუსმინეთ ახალგაზრდებს, მათი სურვილი უკეთესი მომავალია!" - ჯოკოვიჩმა სერბეთში მთავრობის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსულ სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადა

AutoSharing Option
ლეგენდარული სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი თავის სამშობლოში მიმდინარე ამბებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ქუჩაში გამოსულ სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადდა.

სერბეთში საპროტესტო აქციები მას შემდეგ იმართება, რაც ამა წლის პირველ ნოემბერს ნოვი სადში რკინიგზის სადგურის სახურავი ჩამოინგრა. უბედურ შემთხვევას 15 ადამიანი ემსხვერპლა.

მატარებლის სადგური საზეიმოდ სახელმწიფო მაღალჩინოსნების თანდასწრებით გაიხსნა. სერბეთის საზოგადოება თვლის, ადგილი კორუფციას ჰქონდა, რამაც უხარისხო სამუშაოები, ადამიანთა დაღუპვა და დაშავება გამოიწვია. 

საპროტესტო აქციები უბედური შემთხვევიდან მალევე დაიწყო რასაც სტუნდენტები ხელმძღვანელობდნენ. აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს გზები, ბოიკოტი გამოუცხადეს ლექციებს და შეტაკება მოხდა
პოლიციასთან. მათი მოთხოვნაა დაკავებული აქციის მონაწილეების გათავისუფლება და სრული გამჭვირვალობა რემონტის პროექტთან დაკავშირებით. ასევე sportskeeda აღნიშნავს, რომ ახალგაზრდებს მოქმედი ხელისუფლების ცვლილება სურთ.

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა აქციების შესახებ განაცხადა, რომ გამოსვლები უცხოური სადაზვერვო სააგენტოების მიერაა ორგანიზებული, რომლის მიზანია მისი მთავრობის დესტაბილიზაცია. თუმცა, მზარდი ზეწოლის ქვეშ, ის დათანხმდა მომიტინგეების ზოგიერთ მოთხოვნას.

"მე, როგორც ადამიანი, რომელსაც ღრმად სწამს ახალგაზრდა ადამიანების ძალის, მათი სურვილის, ჰქონდეთ უკეთესი მომავალი, მგონია რომ მნიშვნელოვანია მათ აზრს მოუსმინონ. სერბეთს უზარმაზარი პოტენციალი აქვს და განათლებული ახალგაზრდობა ჰყავს. ეს ქვეყნისთვის დიდი აქტივია. ჩვენ უნდა მივაღწიოთ ურთიერთგაგებას და პატივისცემას. ვუსამძიმრებ ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. თქვენი ნოვაკი", - დაწერა X-ში ჯოკოვიჩმა.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ერთადერთი , რაც შეიძლება ითქვას - შენც, ნოვაკ ?
0
ზუსტად ერთი-ერთში რო განმეორდება სერბეთშიც რაც საქართველოში ხდება და რაც მანამდე უკრაინაში მოხდა მაიდნის დროს მერე უნდა გახვიდე მიტინგზე და დედა უნდა მოუტყნა ყველას ვინც ამტკიცებს რო გარე ძალები არაფერ შუაშია და გარედან არ იგეგმება ის რაც საქართველოში ხდება,,დაველოდოთ სერბეთშიც როდის ჩატარდება ჯერ პარიკმახერების მარში, მერე მზარეულების, მერე ვაჭრების, მერე დედების, მერე მამების და ეგ ყველაფერი რო ერთი-ერთში დაემთხვევა მერე ზუსტად მაგ მამებს უნდა მოგიტყნათ დედები რომელმა მამებმაც საკუთარ შვილებს სიმართლე ვერ აუხსენით და სწორი მხარე ვერ გააგებინეთ, იმ მამებისგან უნდა დაიწყო საკუთარი შვილიც რო არაფრად აგდებს და მიტინგზე დგაას და ქვეყნის ბედის შეცვლა და ნაცების უკან დაბრუნება უნდა
gel-100
21:02 19-12-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული