20 წლის კალებ დრესელს ექვსი ოქრო აქვს მოპოვებული
მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლოსწინა დღეც, ერთგვარად ისტორიული გამოდგა. პირველად პლანეტის პირველობის ისტორიაში, ერთი დღის განმავლობაში ერთმა სპორტსმენმა სამი ოქროს მოპოვება შეძლო. ეს გააკეთა 20 წლის კალებ დრესელმა, რომელიც უკვე მონათლეს "ახალ მაიკლ ფელპსად".

დრესელმა 30 წუთის ინტერვალით ორი ოქროს აღება მოასწრო - ჯერ გაიმარჯვა 50 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში, შემდეგ კი 0.04 წამი არ ეყო 100 მეტრზე ბატერფლაიში მაიკლ ფელპსის რვა წლის წინანდელ რეკორდამდე. დღის ბოლოს კი დრესელი აშშ-ის ნაკრებს დაეხმარა 4x100 მეტრზე თავისუფალი სტილით შერეულ ესტაფეტაში ოქროს მოპოვებასა და მსოფლიოს რეკორდის დამყარებაში. მის გარდა, ამერიკელთა რიგებში ცურავდნენ - ნათან ედრიენი, მელორი კომერფორდი და სიმონე მანუელი.

დრესელს ჯამში ოქროს ექვსი მედალი აქვს მოპოვებული მსოფლიოს ჩემპიონატზე. მანამდე მან მოიგო 100 მეტრი თავისუფალი სტილი და 4x100 მეტრი ესტაფეტა თავისუფალსა და შერეულ კომბინირებულში.

ბოლოსწინა დღეს აშშ-ის ნაკრებს მეოთხე ოქრო მოუტანა კეტი ლედეკიმ. მან 800 მეტრზე თავისუფალი სტილით გაიმარჯვა და უნგრეთში მეხუთე, კარიერაში კი უმაღლესი სინჯის მე-14 მედალი აიღო.

არაამერიკელებმა ორ დისტანციაზე მოახერხეს გამარჯვება. შვედმა სარა სიოსტრიომმა მსოფლიოს ჩემპიონატების ახალი რეკორდით მოიგო 50 მეტრი ბატერფლაი (ერთი დღით ადრე, მან ნახევარფინალში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა). სკანდინავიელისთვის ეს იყო მეორე გამარჯვება მიმდინარე ჩემპიონატზე. მესამე ადგილი ამ დისციპლინაში ეგვიპტელმა ფარიდა ოსმანმა დაიკავა. მისი ბრინჯაო პირველი მედალია აფრიკელი მოცურავეებისთვის (კაცებისთვისაც და ქალებისთვისაც) მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში.

200 მეტრზე გულაღმა ცურვაში ხელი მოეცარა უნგრელთა მთავარ იმედს კატინკა ჰოშუს, რომელიც მხოლოდ ვერცხლის მედალს დასჯერდა და ოქრო ავსტრალიელ ემილი სიბომს დაუთმო.

ქალები

50 მ. თავისუფალი

1. სარა სიოსტრიომი (შვედ) - 24,60

2. რანომი კრომოვიჯოჯო (ჰოლ) - 25,38

3. ფარიდა ოსმანი (ეგვ) - 25,39

800 მ. თავისუფალი

1. კეტი ლედეკი (აშშ) - 8.12,68

2. ლი ბინჟე (ჩინ) - 8.15,46

3. ლეა სმიტი (აშშ) - 8.17,22

200 მ. გულაღმა

1. ემილი სიბომი (ავს) - 2.05,68

2. კატინკა ჰოშუ (უნგ) - 2.05,85

3. კეტლინ ბეიკერი (აშშ) - 2.06,48

კაცები

100 მ. ბატერფლაი

1. კალებ დრესელი (აშშ) - 49,86

2. კრისტოფ მილაკი (უნგ) - 50,62

3. ჯეიმს გაი (ბრიტ) - 50,83

3. ჯოზეფ სკულინგი (სინ) - 50,83

50 მ. თავისუფალი

1. კალებ დრესელი (აშშ) - 21,15

2. ბრუნო ფრატუსი (ბრა) - 21,27

3. ბენ პრაუდი (ბრიტ) - 21,43

შერეული ესტაფეტა

4x100 მ. თავისუფალი

1. აშშ - 3.19,60

2. ჰოლანდია - 3.21,81

3. კანადა - 3.23,55

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მამაკაცმა მოცურავეების წინ გაისეირნა და აუზში პირდაპირ თავით გადახტა - კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა [VIDEO]
ნოე ფანცხავამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 41-ე ადგილი დაიკავა
15 წლის ანა ნიჟარაძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
ახალი კონტრაქტი კარიუსს - გერმანელი სავარაუდოდ, "შალკეში" დარჩება
შენარჩუნება სურთ - რაშფორდი სავარაუდოდ, "ბარსელონაში" დარჩება
[VIDEO] უკვე დუბლი - კვარაცხელიამ "ბაიერნს" ისევ გაუტანა
[VIDEO] კვარაცხელიამ ნოიერს გაუტანა და "ბაიერნთან" ანგარიში გაათანაბრა
პსჟ - "ბაიერნი". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
"შავი ლომი" დიდი 10-ის ნაკრებთან გახურდება
მაკრონმა პსჟ-სა და "ბაიერნის" მატჩის პროგნოზი გააკეთა
"სიამაყე გვერდზე გადადე და წადი" - დომენეკმა შევალიეს რჩევა მისცა
თუ ალისონი წავა - მამარდაშვილის კონკურენტი შესაძლოა, პორტუგალიის ნაკრების ძირითადი მეკარე გახდეს
მარცხი მსოფლიოს 317-ე ნომერთან - ბასილაშვილი მაუტჰაუზენის ჩელენჯერს პირველსავე წრეში გამოეთიშა
გორეცკა სერია A-ს უახლოვდება - "მილანმა" კონტრაქტი უკვე გაამზადა
"გალათასარაისთან" განადგურება არ აპატიეს - "ფენერბაჰჩემ" ტედესკო გაუშვა
"ჩემი შვილი ამას ყურადღებას არ აქცევს" - კვარაცხელიას მამამ ხვიჩას პრემიერ ლიგაში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
კახა კაჭარავა "ოდიში 1919"-ის სათავეშია - ახალი ამბიციების და გამარჯვებების დრო!
კომპანი პსჟ-ს მხრიდან ქარიშხალს ელის
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 0:3 ტორპედო. ჩვენ ვნახეთ ჩემპიონობის რეალური კანდიდატი...
Geo Team: დავითაშვილისთვის სეზონი დასრულებულია
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ძელი რომ არა...
დიდი მატჩი კვარაცხელიას მონაწილეობით! - ხვიჩა თუ ჰარი?