რუსები მავნებლური და მაფიოზური გზებით ქართველებს ძირავენ - საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის განცხადება

AutoSharing Option
საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაცია სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საშუალებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსების მიერ დაფუძნებული შპს-ს საქმიანობაზე საუბრობს.

"მიმართვა საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებს, აგრეთვე, ყველა მეთევზეს, წყალქვეშა მონადირეს, დაივერებს და გარემოს დამცველებს!!!

2019 წლის 28 ნოემბერს საქართველოში შემოვიდა და დარეგისტრირდა - შპს "ალფა" (ს/კ: 405366848), რომელიც რუსეთის ორი მოქალაქის მიერ არის დაფუძნებული.

ჩვენმა ასოციაციამ წინა განცხადებაში სუს-ს, შსს-სა და იუსტიციის სამინისტროს საჯაროდ მიმართა, რათა შპს "ალფას" საქმიანობით და მისი მფლობელებით დაინტერესებულიყვნენ, რადგან მათი ინტერესები და რეალური ქმედებები უკვე აშკარად სცილდება ჩვეულებრივ ბიზნესსაქმიანობას!

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს არის არა მხოლოდ ჩემი ან ჩვენი ორგანიზაციის კერძო მოსაზრება, არამედ იმ ქართველი დაივერებისაც, რომელნიც მათთან ფოთის პორტში და ასევე სხვა ადგილებში მუშაობდნენ და ყვინთავდნენ!

პირველად ეს ორი რუსი პიროვნება გაგვეცნო, როგორც დაივინგის მოყვარული უბრალო ადამიანები, რომელთაც ჩვენთან არსებული საინტერესო საყვინთაო ადგილები აინტერესებდათ. მერე უცებ საქართველოში არსებული ჩაძირული და მიტოვებული მეტროს თუ ჰიდროელექტროსადგურების წყლით ამოვსებულ გვირაბებში ყვინთვა მოუნდათ.

ამ დროისთვის მათ უკვე არაერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილი შეისწავლეს და გადაიღეს... მერე თურმე წყალქვეშა ნადირობაც და თევზის მუქთად ჭამაც მაგრად ჰყვარებიათ. როცა კარგად გამოძღნენ და ცოტა ფერზეც მოვიდნენ, "ჯაყოსი" არ იყოს, მერე ჩვენს გაუბედურებულ შავ ზღვასა და ტბებში თევზის მასიურ ხოცვაზე (კომერციულ ნადირობაზე) გადავიდნენ და ბათუმის ბაზარზე კარგი ფულის გაკეთებაც დაიწყეს, თუმცა დღემდე არცერთ სახელმწიფო უწყებაში არავითარი ლიცენზია და ნებართვა არ აუღიათ და შესაბამისად, არც რაიმე სახის გადასახადს იხდიან!

მერე უცებ დიდი ფულიც გაუჩნდათ და საქართველოში რუსეთიდან და ისრაელიდან ძვირიანი კომერციული დაივინგის აღჭურვილობაც შემოიტანეს, იუსტიციის სახლში შპს "ალფაც" ერთ დღეში დაარეგისტრირეს და სწრაფი ტემპებით დაიწყეს ჩვენს პორტებსა და ჰესებში საჭირო კონტაქტების მოძიება და ტენდერების მოგება!

მოკლედ, დღეს უკვე საქართველოს დაივინგის ისედაც მცირე ბაზარზე შპს "ალფა" და მისი მფლობელები ისეთივე მავნებლურ, რუსულ მაფიოზურ პოლიტიკას ატარებენ, როგორსაც ტაქსების ბაზარზე რუსული მსხვილი კომპანია - Yandex Taxi მიმართავს, რომელიც ადგილობრივი ტაქსების ქართულ კომპანიებს აქტიურად ძირავს და დევნის!

რადგანაც ეს რუსული კომპანიები თავიანთი "დიდი ფულით" და მავნებლურ-მაფიოზური (ე.წ. სპრუტის) პოლიტიკით ქართველ მეწარმეებს ძირავენ და მათ მასიურად უმუშევრად ტოვებენ, მაშინ უკვე დროა, მათ წინაშე ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოვიყენოთ და რაც შეიძლება სწრაფად გავაძევოთ საქართველოდან!

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენი ასოციაცია კიდევ ერთხელ მიმართავს და მოუწოდებს საქართველოს შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს, მათ შორის, ფინანსურ პოლიციას, გდი-ის (გარემოს დაცვის ინსპექციას) მკაცრ კონტროლზე აიყვანონ შპს "ალფას" და მისი მფლობელების საქმიანობა.

გარდა ამისა, ყველა ქართველ მეთევზეს, დაივერს და გარემოს დამცველს მოვუწოდებთ, აღკვეთონ, ყველა საშუალებით ხელი შეუშალონ, აგრეთვე, მობილურით გადაიღონ და ჩვენს ასოციაციას მოაწოდონ ქვემოთ აღბეჭდილი ორი ბრაკონიერის და საერთოდ ყველა უცხო პირის მიერ დახოცილი თევზები და ჩვენს ბაზრობებზე მათ მიერ განხორციელებული არალეგალური და უკანონო ვაჭრობა!

საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის თავმჯდომარე - დავით ნიკოლეიშვილი."

მკითხველის კომენტარები / 29 /
რუსები ყველგან ხმალამოღებული გვებრძვიან, სპორტიდან დაწყებული ეკონომიკური დივერსიებით დამთავრებული. ყველა ფრონტზე გამალებული ბრძოლა აქვთ გამოცხადებული ჩვენ კიდევ გვძინავს საღათას ძილით, დროა გამოვფხიზლდეთ. ისე გვართმევენ საარსებო წყაროებს რომ აზრეც ვერ მოვდივართ და ეს სახელმწიფო პოლიტიკის რანგშია აყვანილი.
მერაბ მაღლაკელიძე
17:19 03-08-2020
15
მერე, ეს ვისი ბრალია, რუსების ან ვინმე სხვისი?.. ეს ისევ ჩვენი, ჩვენი უტვინობის ბრალია, ყველა და ყველაფერი რომ ფეხებზე გვკიდია, მარტო ერთმანეთის ხოცვით, დაჭრით, შურით... რომ ვართ დაკავებულნი ეგ იმის ბრალია, სხვისკენ ნუ ვიშვერთ თითებს, საკუთარ თავებში უნდა ჩავიხედოთ და რომ დავინახავთ ყველაფერს, რა რისი, ვისი ბრალია მერე შეიძლება გვეშველოს!
სიმართლე
21:10 03-08-2020
2

სიახლეები პოპულარული