U23. ევროპის ჩემპიონატი: გოგა ჩხეიძის დიდი ვერცხლი და მცირე ოქრო-ბრინჯაო

AutoSharing Option
ალბანეთის ქალაქ დურესში გრძელდება ახალგაზრდა და 23-წლამდელ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი. 17 ოქტომბერს, 23-წლამდელთა 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში შესანიშნავად იასპარეზა გოგა ჩხეიძემ, რომელმაც სამივე სინჯის თითო მედალი მოიპოვა.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში ორი ცდა გამოიყენა. მეორე მისვლაზე 134-კილოიანი შტანგა დაიმორჩილა (138 კილოს ვერ მოერია) და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. აქ ჩვენებურს თურქმა თურან აჰმედ ოკიაიმ (141 კგ) და ესპანელმა დავიდ სანჩესმა (137 კგ) გაუსწრეს.

სამაგიეროდ, ჩხეიძე აკვრაში იყო შეუდარებელი - 174 კილოგრამით ოქროს მედალი ერგო. სანჩესმა და ოკიაიმ 170-170 კილოთი ვერცხლი და ბრინჯაო
გაინაწილეს. ორჭიდის ჯამში ჩხეიძე ვერცხლის მედლით დაკმაყოფილდა.

მეორე ქართველმა მონაწილე თორნიკე თოდაძემ სამივე დისციპლინაში მეექვსე ადგილი დაიკავა.

69 კგ
1.თურან აჰმედ ოკიაი (თურქეთი) - 311 (141+170)
2. გოგა ჩხეიძე (საქართველო) - 308 (134+174)
3. დავიდ სანჩესი (ესპანეთი) - 307 (137+170)...
... 6. თორნიკე თოდაძე (საქართველო) - 283 (128+155).

მომდევნო დღეებში საქართველოს კიდევ რვა ათლეტი იბრძოლებს მედლებისთვის. მათი პაექრობების კალენდარი ასეთია:

ახალგაზრდები
19 ოქტომბერი
85 კგ: ნოდარ კაკაბაძე და რევაზ დავითაძე

21 ოქტომბერი
105 კგ: ირაკლი ჩხეიძე და დათო ხეცურიანი; +105 კგ. გიორგი ჩხეიძე

23-წლამდელები
20 ოქტომბერი
90 კგ: ანასტასია გოტფრიდი

21 ოქტომბერი
105 კგ: ლოგინოზ ბრეგვაძე; +105 კგ. ბაქარ თურმანიძე

ყოველდღური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული