რევაზ დავითაძე ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლის გარეშე დარჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ანაჰაიმის ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე 85 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობები დასრულდა. ქართველმა ძალოსანმა რევაზ დავითაძემ ატაცში (160 კგ) მე-5 ადგილი დაიკავა, ხოლო აკვრაში თავისივე რეკორდი (191 კგ) მოხსნა და მე-11 ადგილზე გავიდა, ორჭიდის ჯამში (351 კგ) კი მე-5 ადგილს დასჯერდა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი დღე საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა. შოთა მიშველიძემ ორჭიდის ჯამში ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.

ამერიკულ ფიცარნაგზე 5 დეკემბერს, თბილისის დროით 07:55 საათზე ძალებს ანასტასია გოტფრიდი მოსინჯავს, ხოლო 6 დეკემბერს, 05:25 საათზე - ლაშა ტალახაძე.
მკითხველის კომენტარები / 5 /
Es bichi jer 18-19 wlisaa da naxet reebs shveba 5 adgili am asakshi fantastiuria... yochag
tigimani
12:35 04-12-2017
0
ვუყურე. საღოლ, არ გატყდა!წარმატებას ვუსურვებ.
აბო
15:26 04-12-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული