ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა! [VIDEO]

AutoSharing Option
ამერიკის ქალაქ ანაჰაიმში მსოფლიოს ჩემპიონატი ტრიუმფით დაასრულა ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ, რომელმაც შეჯიბრება მსოფლიო რეკორდებითა და ჩემპიონობით დააგვირგვინა.

მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ატაცში 210, 215 და 220 კილოგრამი დაძლია, აკვრაშიც სამივე ცდა გამოიყენა (243, 250, 257) და ჯამში 477 კილოგრამით მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა. მან თავისივე რეკორდი 4 კილოგრამით გააუმჯობესა.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ატაცში 220 კილოგრამიც მსოფლიოს რეკორდია. მანამდე მას 117 კგ ჰქონდა აწეული.


ასე და ამგვარად, ანაჰაიმში ქართული ჰიმნი ამაყად აჟღერდა.
კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე აღმოჩნდა ირანელი საეიდ ალიჰუსეინი, ხოლო მესამე იყო ასევე ირანელი ბეჰდად სალიმიკორდასიაბი.


საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიული შედეგით, ჯამში 7 მედლით დაასრულა და გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა. ქართველი ძალოსნების ანგარიშზე 5 ოქრო და თითო ვერცხლი და ბრინჯაოა. შეგახსენებთ, რომ ანაჰაიმში მანამდე ქალთა შორის 90 კგ-ში მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა ანასტასია გოტფრიდმა, ხოლო შოთა მიშველიძემ 62 კგ-ში ბრინჯაო მოიპოვა. საქართველოს ნაკრებიდან უმედლოდ მხოლოდ რევაზ დავითაძე (85) დარჩა, რომელმაც მეხუთე ადგილი დაიკავა.
მკითხველის კომენტარები / 38 /
ასეთი ამაყი დიდი ხანია არ ვყოფილვარ! სიტყვეტი არ არსებობს ამ სიხარულის გამოსახატავად. ლაშა არის ერის გამარჯვების სიმბოლო, ქართველი კაცის ყველა საუკეთესო თვისებების უბადლო გამომხატველი. ვულოცავ მას და მთელ საქართველოს!
თამაზი
06 დეკემბერი 2017 10:02
1
შენ გენაცვალე, დევკაცო!! უუუხხ!!
giglia
06 დეკემბერი 2017 14:59
0
დაგვირგვინდა ქართული სულისა და ძალის ეპოქა, ძალოსნობის მსოფლიო რეკორდის კონტეკსტში! მადლობა შენ მშობლებს , შენისთანა ვაჟკაცი ქმნის საქართველოს სიამაყეს!
ძალოსნობაში , ქართული ისტორიის შემქნელი გმირი!
გაგიმარჯოთ ქართველნო!!!
Geo
06 დეკემბერი 2017 12:23
0
ქრთველი დევკაცი! პატიოსნების,კეთილშობილობის და თავმდაბლობის სიმბოლო. გაიხარე და გამრავლდი საამაყო კაცო და კიდევ ბევრჯერ გაგვახარე. ულოცავ სრულიად საქართველოს ქართული სულის აგრერიგად წარმოჩენას.
emigranti
06 დეკემბერი 2017 12:58
0
ამდენი უბედურების შემდეგ, პირველად ვტირი სიხარულისგან. ღმერთმა გაგახაროს ბებო,სულ წარმატებებით გევლოს მთელი ცხოვრება.ერის საამაყო შვილი ხარ.
ლამარა ბებო
06 დეკემბერი 2017 10:35
1
მადლობა უფალო, რომ ვცხოვრობ იმ საუკუნეში, როდესაც მსოფლიო ძალოსნობაში ერთპიროვნულად და ულაპარაკოდ ბატონობს ერთი უბრალო და უკეთილშობილესი ქართველი ბიჭი, საკუთარი სამშობლოს უდიდესი პატრიოტი ლაშა ტალახაძე!!!
შალვა 73
06 დეკემბერი 2017 15:33
0
ლაშამ ირანელების "ძვლები დახრა"დღეს !!! სომხები, რუსები, უკრაინელები საერთოდ არ იყვნენ!!! ამ გიგანტ კაცს მემგონი 500-ის აწევაც შეუძლია!! საქართველოს სიამაყე და სახეა ჩვენი ლაშა მსოფლიოში!! რამდენი გახარებული და აღფთოვანებული სახეები იყო დღეს ვინც უყურა ლაშას გამოსვლას!!
საქართველოს გული და სულია ლაშა
06 დეკემბერი 2017 10:15
0
შეიძლება ითქვას, რომ ლაშა არის ყველა დროის ქართველი საუკეთესო სპორტსმენი.
Mindia
06 დეკემბერი 2017 11:14
1
შენს მშობლებს ვენაცვალეთ შენისთანა ვაჟკაცის გაზრდისთვის ერის გამხარებელო გოლიათო..
გოგა
06 დეკემბერი 2017 21:07
0
ძალიან ამაყი ვარ, მადლობა ლაშა, ერის საგანძური ხარ შენ შემოგევლე
qqq
06 დეკემბერი 2017 10:38
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული