19 წლის რევაზ დავითაძემ (85 კგ) 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი დაისაკუთრა!
საქართველოს ჰიმნი ბუქარესტში კიდევ ერთხელ აჟღერდა!
რევაზ დავითაძემ ატაცში სამივე ცდა (156, 160, 163) წარმატებით გამოიყენა და პირველი ადგილი დაიკავა. მან უახლოეს მდევარს მთელი 10 კილოგრამით გაუსწრო.
აკვრაში დავითაძემ ასევე ყველა ცდა გამოიყენა (183, 187, 190) და ვერცხლის მედალს დაეუფლა, ორჭიდის ჯამში 353 კგ. მოაგროვა, ოქროს მედალი მოიპოვა და შესაბამისად, ევროპის ჩემპიონის ტიტულიც დაისაკუთრა!
ქალთა შორის აკვრაში ბრინჯაოს პრიზიორი თათია ლორქთქიფანიძე (69