რევაზ დავითაძემ ევროპირველობაზე 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
საქართველოს ევროპის ახალი ჩემპიონი ჰყავს!

19 წლის რევაზ დავითაძემ (85 კგ) 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი დაისაკუთრა!

საქართველოს ჰიმნი ბუქარესტში კიდევ ერთხელ აჟღერდა!

რევაზ დავითაძემ ატაცში სამივე ცდა (156, 160, 163) წარმატებით გამოიყენა და პირველი ადგილი დაიკავა. მან უახლოეს მდევარს მთელი 10 კილოგრამით გაუსწრო.

აკვრაში დავითაძემ ასევე ყველა ცდა გამოიყენა (183, 187, 190) და ვერცხლის მედალს დაეუფლა, ორჭიდის ჯამში 353 კგ. მოაგროვა, ოქროს მედალი მოიპოვა და შესაბამისად, ევროპის ჩემპიონის ტიტულიც დაისაკუთრა!

ქალთა შორის აკვრაში ბრინჯაოს პრიზიორი თათია ლორქთქიფანიძე (69
კგ) გახდა.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ერთი ამ ადამიანის დადგენა შეიძლებოდეს, რომ გაგვეგო ვის "უყვარს" ასე საქართველო და "უხარია" ქართველის გამარჯვება. P.S.არა და კიდევ რამდენჯერ მოუწევს გულისხეთქვა და ასეთი ბოღმითაც აშკარად უხარისხო და ხანმოკლე ცხოვრება ელის. საქართველოს გაუ- მარ- ჯოს!
აქამდე დაწერილ ყველა კომენტარს ერთი "დაშვებული ცერი" ახლავს...
31 მარტი 2018 12:12
0
ყოჩაღ ასანიძე აი შედეგიიიი ასეთ სახეობებში სადაც წარმატებაა უნდა ჩაიდოს ფული და არა ისეთში ხელფასების და "გულავის" მეტი რომ არაფერი ახსოვთთთთთ
gujaa
31 მარტი 2018 06:58
2
უფალმა დაგლოცოს და სულ გამარჯვების გზაზე გატაროს!
zaza
31 მარტი 2018 19:50
0
ვულოცავ მთელი გულით,რაც მეტი ჩემპიონი გვეყოლება,მით უკეთესი.ერთი რამ ვერ გავიგე,ამ დისლაიკებს ვინ სვამს კომენტარებზე,და რატომ?
tazo
31 მარტი 2018 11:06
0
უდიდესი სიამოვნება იყო რევაზის გამოსვლისთვის თვალის დევნება ბუქარესტის ფიცარგანზე. ენით აღუწერელი გძნობა და სიამაყე გეუფლება კაცს. მთელ საქართველოს ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას და დიდი მადლობა ბატონ კახიაშვილს, ბატონ ასანიძეს და რა თქმა უნდა ყველა იმ პირს ვინც ასეთი კარგი ბიჭები აღზარდეს!
არჩილ
31 მარტი 2018 10:56
0

სიახლეები პოპულარული