რევაზ დავითაძემ ევროპირველობაზე 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
საქართველოს ევროპის ახალი ჩემპიონი ჰყავს!

19 წლის რევაზ დავითაძემ (85 კგ) 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი დაისაკუთრა!

საქართველოს ჰიმნი ბუქარესტში კიდევ ერთხელ აჟღერდა!

რევაზ დავითაძემ ატაცში სამივე ცდა (156, 160, 163) წარმატებით გამოიყენა და პირველი ადგილი დაიკავა. მან უახლოეს მდევარს მთელი 10 კილოგრამით გაუსწრო.

აკვრაში დავითაძემ ასევე ყველა ცდა გამოიყენა (183, 187, 190) და ვერცხლის მედალს დაეუფლა, ორჭიდის ჯამში 353 კგ. მოაგროვა, ოქროს მედალი მოიპოვა და შესაბამისად, ევროპის ჩემპიონის ტიტულიც დაისაკუთრა!

ქალთა შორის აკვრაში ბრინჯაოს პრიზიორი თათია ლორქთქიფანიძე (69
კგ) გახდა.
მკითხველის კომენტარები / 15 /
უფალმა დაგლოცოს და სულ გამარჯვების გზაზე გატაროს!
zaza
19:50 31-03-2018
0
უდიდესი სიამოვნება იყო რევაზის გამოსვლისთვის თვალის დევნება ბუქარესტის ფიცარგანზე. ენით აღუწერელი გრძნობა და სიამაყე გეუფლება კაცს. მთელ საქართველოს ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას და დიდი მადლობა ბატონ კახიაშვილს, ბატონ ასანიძეს და რა თქმა უნდა ყველა იმ პირს ვინც ასეთი კარგი ბიჭები აღზარდეს!
არჩილ
16:47 31-03-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული