ლაშა ტალახაძემ კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
22 სექტემბერს ლაშა ტალახაძემ ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატზე კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა, მან აკვრაში 264 კგ დაიმორჩილა. აქამდე რეკორდის მფლობელი ჰოსეინ რეზაზადე იყო.

ამავდრულად ქართველმა ორჭიდის ჯამში კი 478 სარეკორდო წონა მოაგროვა.

დღეს საქართველოს ჩემპიონატში ასპარეზობა 105 და +105 კგ. წონით კატეგორიაში გაიმართა და საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

105 კგ.

I ირაკლი ჩხეიძე ზუგდიდი ( ოლიმპ ცენტრი)- ატაცი 162.167. აკვრა 198.205.211 ორჭიდი 378
II დავით ხეცურიანი (ქუთაისი) - ატაცი 167. 172. აკვრა 198. 205 ორჭიდი 377
III აკაკი ტალახაძე (საჩხერე)
- ატაცი 133. 138. 142. აკვრა 168. 173. 177. ორჭიდი 319

+105

I ლაშა ტალახაძე (საჩხერე) - ატაცი 205. 214. აკვრა 240. 255. 264. ორჭიდი 478
II გიორგი ჩხეიძე (ზუგდიდი) - ატაცი 177. 182. აკვრა 217. 223. 228. ორჭიდი 410
III ბაქარ თურმანიძე (აჭარა) - ატაცი 175. 181. 184 აკვრა 212 ორჭიდი 396.


მკითხველის კომენტარები / 9 /
ღმერთმა დაგლოცოს ლომო!
llcl
17:24 22-09-2018
1
დავესწარი რეკორდის დამყარებას და ფანტასტიური სიამოვნება მივიღე. ველოდებით ნოემბრის მსოფლიო ჩემპიონატს და ოფიციალურ რეკორდს.
შენ გენაცვალე ლაშა, მუდამ გამარჯვებული ყოფილიყავი საქართველოს სასახელოდ და სადიდებლად!!!
შალვა 73
17:40 22-09-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული