პეტრიაშვილმა ტალახაძეს მხარდაჭერას გამოუცხადა

AutoSharing Option
თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა ძალოსნობაში მსოფლიოს რეკორდსმენს, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონს ლაშა ტალახაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა.

"მოგესალმებით მეგობრებო, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ქართველების გახლეჩა პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით.

ჩვენ ყველანი ერთნი ვართ!

ლაშა ტალახაძე უკეთილშობილესი, უვაჟკაცესი და მისაბაძი ქართველია და არ შეიძლება მას ვინმემ რამე აკადროს რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერის გამო! ჩემი მხარდაჭერა ჩემპიონს, ლაშა, შენისთანა ქართველები გვიმრავლოს", - დაწერა პეტრიაშვილმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენარალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ტალახაძეს იმის გამო უწოდა არარაობა, რომ მან სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კლიპში
მიიღო მონაწილეობა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თვითონ, ქ-ნ მარინას და კიდევ ერთი ორ „ქალაქელ“-ს გარდა, რომ ყველას ჰკიდია, თუ იცის? ლაშა და გენო კი ქართველთა სიამაყეა და მათი საქმეა მხარს რომელ კანდიდატს დაუჭერენ. ეს პოლიტიკა კი არა მათი მოქალაქეობრივი ვალია ქვეყნის წინაშე. ვერ გამოვედით კომუნისტური სტერეოტიპული აზროვნებიდან, ვისაც განსხვავებულუ აზრი აქვს ქვეყნის მოღალატე და მტერია.
გიზოგ
10:48 25-10-2018
5
გეთანხმები, ლაშა უკეთილშობილესი ვაჟკაცია! ის არსება კი ვინც ნებისმიერ ადამიანს გალანძღავს ან მოიძულებს პოლიტიკური შეხედულების გამო, ფაშისტი და ბოღმა-ბალღამით მავალია. საერთოდ კი, მარგინალებს და ხელმოცარულებს ყურადღებას თუ არ მივაქცევთ ჯობია; ქუჩაში დაგდებულ უვარგის ჩაიდანს, ან ნაგავს არავინ აქცევს ყურადღებას, ფეხს თუ მივარტყამთ, ხმას ან სუნს გამოსცემს
BAKARIA
08:45 25-10-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული