
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენარალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ქართველი ძალოსანი, მსოფლიოს რეკორდსმენი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ლაშა ტალახაძე იმის გამო გააკრიტიკა, რომ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კლიპში მიიღო მონაწილეობა.
"ლაშა ტალახაძე ამ კლიპის მერე ჩემთვის დასრულებულია. მამაჩემიც რომ ყოფილიყო, ისიც დასრულდებოდა. აღარც მისი რეკორდები მაინტერესებს, აღარც მისი სპორტში წარმატებები, აღარც წარმატებას ვუსურვებ, აღარ არსებობს ის ჩემთვის.
პირადად ჩემთვის, ნიკა გვარამიასთვის ნულოვანია. რატომ უნდა ვუგულშემტკივრო და ვინ არის საერთოდ - არარაობა. ძალიან მოხარული ვიქნები, თუ მის ადგილზე სხვა, უფრო ნიჭიერი სპორტსმენი გაიზრდება და
იგი აღარ წარმოადგენს საქართველოს", - განაცხადა გვარამიამ გადაცემაში "კვირის აქცენტები".
ლაშა ტალახაძემ კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა [VIDEO]
ძალოსანი ლაშა ტალახაძე დაოჯახდა - ვინ არის მისი რჩეული
ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონობა ზედიზედ მესამედ იზეიმა [VIDEO]
ლაშა ტალახაძე 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანია [VIDEO]
