ნიკა გვარამია - ლაშა ტალახაძეზე: აწი შტანგა კი არა, სულ რომ სპორტის სასახლე აწიოს, ფეხებზე მკიდია

AutoSharing Option
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენარალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ქართველი ძალოსანი, მსოფლიოს რეკორდსმენი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ლაშა ტალახაძე 22 ოქტომბერს იმის გამო გააკრიტიკა, რომ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კლიპში მიიღო მონაწილეობა. ამჯერად მან ტალახაძე სოციალურ ქსელში გააკრიტიკა.

"როგორც შევიტყვე, ხელისუფლება ქართველ სპორტსმენებს რაზმავს, რომ "დამგმონ", ლაშა ტალახაძე როგორ გავაკრიტიკე მოღალატე ზურაბიშვილის მხარდაჭერისთვის.

ჯერ ერთი, ჩემი საქმეა, ვის ვუგულშემატკივრებ და ვის არა, ვინ მომეწონება და ვინ არა. მეორე, ლაშა ტალახაძე კი არა, ილია ჭავჭავაძის კრიტიკაც დასაშვებია. და მესამე და მთავარი - სამშობლოს მოღალატის
გვერდში მდგომი, ლაშა ტალახაძე კი არა, ჩემი შვილი სანდრო გვარამია არ მინდა.

იმედია, არ აყვებით ამ სიბინძურეში წარმავალ ქართულ ოცნებას. თუ აყვებით და სამარეში ჩაყვებით სალომე მოღალატეს და პახანა ბიძინას, ეგეც თქვენი პრობლემაა.

ps ლაშა ტალახაძეს ვაღმერთებდი და დითირამბებს ვუმღეროდი, როგორც ეროვნულ გმირს, სანამ მოღალატის და ათასი ჯურის ქაჯის გვერდით არ ვიხილე იმ სამარცხვინო კლიპში. აწი შტანგა კი არა, სულ რომ სპორტის სასახლე აწიოს, ფეხებზე მკიდია".

მკითხველის კომენტარები / 58 /
რა ეშველება ლაშას თუ პ........ი ნიკა არ უგულშემატკივრებს.
კახა ქირია
03:47 25-10-2018
15
გვარამია ლაქია შენ რაც ბოროტებები გიკეთებია ლაშა სულ რომ წავიდეს ქვეყნიდან მაგ კლიპი არავის ემახსოვრება და ის აწეული შტანგა სამუდამოდ რჩება ჩვენს გულებში რა სახე გაქ ბიჯო?
samtredski
09:38 25-10-2018
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული