ნიკა გვარამია - ლაშა ტალახაძეზე: აწი შტანგა კი არა, სულ რომ სპორტის სასახლე აწიოს, ფეხებზე მკიდია

AutoSharing Option
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენარალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ქართველი ძალოსანი, მსოფლიოს რეკორდსმენი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ლაშა ტალახაძე 22 ოქტომბერს იმის გამო გააკრიტიკა, რომ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კლიპში მიიღო მონაწილეობა. ამჯერად მან ტალახაძე სოციალურ ქსელში გააკრიტიკა.

"როგორც შევიტყვე, ხელისუფლება ქართველ სპორტსმენებს რაზმავს, რომ "დამგმონ", ლაშა ტალახაძე როგორ გავაკრიტიკე მოღალატე ზურაბიშვილის მხარდაჭერისთვის.

ჯერ ერთი, ჩემი საქმეა, ვის ვუგულშემატკივრებ და ვის არა, ვინ მომეწონება და ვინ არა. მეორე, ლაშა ტალახაძე კი არა, ილია ჭავჭავაძის კრიტიკაც დასაშვებია. და მესამე და მთავარი - სამშობლოს მოღალატის
გვერდში მდგომი, ლაშა ტალახაძე კი არა, ჩემი შვილი სანდრო გვარამია არ მინდა.

იმედია, არ აყვებით ამ სიბინძურეში წარმავალ ქართულ ოცნებას. თუ აყვებით და სამარეში ჩაყვებით სალომე მოღალატეს და პახანა ბიძინას, ეგეც თქვენი პრობლემაა.

ps ლაშა ტალახაძეს ვაღმერთებდი და დითირამბებს ვუმღეროდი, როგორც ეროვნულ გმირს, სანამ მოღალატის და ათასი ჯურის ქაჯის გვერდით არ ვიხილე იმ სამარცხვინო კლიპში. აწი შტანგა კი არა, სულ რომ სპორტის სასახლე აწიოს, ფეხებზე მკიდია".

მკითხველის კომენტარები / 58 /
შენ, როგორ და სად კიდიხარ ლაშას კარგად ვიცით!!!
დათო
01:00 11-11-2018
6
შენ თვითონ ვინ ჩემი სირი ხარ და რა გაგიკეთებიათ შენ და შენ მეგობარ ნაძირლბს ქვეყნითვის, სისხლის ღვრის გარდა. ლაშა გმირი იქნება და შენ კი მართლა არავინ დაკიდებასაც არ გაღირსებს რომ არ გააბინძურო, შენი ცრუპენტელა და ყოვლად უზნეო ...ც ....ან
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული