+18. ფრანგმა ძალოსანმა ბათუმში, ევროპის ჩემპიონატზე საზარელი ტრავმა მიიღო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
11 აპრილს, ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 76 კილოგრამ წონითი კატეგორიის ქალთა ფინალი დრამატულობით გამორჩეული გამოდგა.

ასპარეზობის დაწყებისთანავე ტრავმების გამო ფიცარნაგზე გასვლისგან თავი შეიკავეს უკრაინელმა ირინა დეხამ და გერმანელმა ტაბეა ტაბელმა.

ყველაზე ცუდ დღეში მაინც ფრანგი გაელ ნაიო კეჩანკე აღმოჩნდა - ატაცში ასპარეზობისას მხარი ამოიგდო და მკლავი მოიტეხა. ფრანგი ძალოსანი საკაცით გაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ მან აქამდე ატაცში 103 კილოგრამი დააფიქსირა, რითაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

უშუალოდ სპორტული თვალსაზრისით, მოულოდნელი გამოდგა მსოფლიოს ორგზის საუკეთესო ძალოსანი ქალის, ესპანელი ლიდია ვალენტინის მიერ ორჭიდში მოპოვებული ვერცხლის მედალი.

ტიტულოვანი ესპანელი 108 კილოგრამით ატაცში იყო საუკეთესო, მაგრამ აკვრასა და ორჭიდში ესპანელს პირველობა არ დაანება ბელორუსმა დარია ნაუმავამ, რომელსაც ატაცში 106 კილოგრამით მეორე შედეგი ჰქონდა, აკვრასა და ორჭიდში კი ოქროს მედლების საკადრისი წონები - 136 და 242 კგ.

ესპანელთან და ბელორუსთან ჭიდილში მესამე ადგილი დაიკავა შვედმა პატრისია სტრენიუსმა (101+132 და 233 კგ).

მკითხველის კომენტარები / 4 /
რა ქალის სპორტი ეს არის
ალეკსანდრე
14:27 12-04-2019
6
ირაკლის-თუ მაგდენი არ გესმის აგიხსნი ორი სიტყვით-ქალის ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით მავნეა
ალეკსანდრე
13:53 13-04-2019
0

სიახლეები პოპულარული