ლაშა ტალახაძემ ატაცში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა

AutoSharing Option
დიღომში, ოლიმპიურ სოფელში მდებარე ფრენბურთის არენაზე დასრულდა ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატი. ასპარეზობაზე ბოლოს 109 და +109 კგ. წონითი კატეგორიის ძალოსნები გამოვიდნენ.

როგორც მოსალოდნელი იყო, დარბაზში მოსულმა გულშემატკივარმა რეკორდი იხილა. ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა, მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ თბილისურ ფიცარნაგზე ატაცში 219 კგ. დაძლია, რაც მსოფლიო რეკორდს 1 კილოგრამით აჭარბებს.

აღსანიშნავია, რომ ლაშა ტალახაძე 3 წლის წინ სწორედ დღევანდელი დღეს გახდა ოლიმპიური ჩემპიონი და ძალოსანმა ეს დღე კიდევ ერთი რეკორდით გაალამაზა.

გაგაცობთ ჩემპიონ პრიზიორებს წონითი კატეგორიების მიხედვით:

109 კგ.
აკაკი
ტალახაძე (საჩხერე) – 147. 184. 331
მირზა დავითაძე (აჭარა) – 117. 145. 262
ვანო ქაზუმაშვილი (დუშეთი) – 110. 153. 255

+109 კგ.
ლაშა ტალახაძე (საჩხერე) - 219. 255. 474
ბაქარ თურმანიძე (აჭარა) – 175. 202. 377
თორნიკე ტაბატაძე (ხაშური) – 165. 180. 345

96 კგ.
ირაკლი გობეჯიშვილი (ქუთაისი) – 145. 178. 323
ზაზა ლომთაძე (ქუთაისი) – 143. 175. 318
საბა ანთაური (თბილისი) – 123. 160. 283

102 კგ.
ანტონ პლესნოი (თბილისი) 181. 212. 393
გიორგი კირვალიძე (საჩხერე) – 135. 160. 295
ლაშა თაქთაქიშვილი (თბილისი) – 124 . 155. 279

მომზადებულია საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის  "ფეისბუქის" გვერდის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 13 /
კაცი ლეგენდა
irakli
18 აგვისტო 2019 10:35
0
ნუ ეტყვით გვარამიას, მისი გაჭირვებაც ეყოფა...
მ. ტ.
18 აგვისტო 2019 13:48
1
რომ ვნახე როგორ მსუბუქად ასწია,დარწმუნებული ვარ,სულ ცოტა 3 კილოთი მეტს,ახლავე ეწევა ვარჯიშებზე.შესაძლოა უფრო მეტსაც.რა თქმა უნდა მიხარია მისი წარმატება,მაგრამ რომ ვუყურებ რამხელა უპირატესობა აქვს,სანერვიულო აღარაფერი მაქვს ხოლმე და თითქოს ისეთი სიხარულიც აღარ მაქვს.მისი გამარჯვება და რეკორდი,ჩემთვის გაზეთის წაკითხვასავით ჩვეულებრივ ამბად გადაიქცა.ეტყობა ლაშას ჩვენი ფეხბურთელებივით ტყუილი მანჭვა გრეხვა და გორაობა უნდა ვასწავლოთ,თორემ ოლიმპიურ ჩემპიონობასაც კი,უბრალოდ წყლის დალევასავით მივიღებთ.
სიმართლის გარევით ვხუმრობ რა თქმა უნდა.მის ყოველ გამოსვლას გულის ფანცქალით ველოდები და ვიცი,რომ დღესაც რაღაცით გაგვახარებს.მის დაბადებასა ვლოცავ და ასეთად მის გამზრდელს.ასეთი ვაჟკაცები რომ გვყავს,ეს გვინარჩუნებს კიდევ მომავლის იმედს,თორემ ამ მთავრობების შემხედვარეს,რომ დაფიქრდები,სიცოცხლეც აღარ უნდა კაცს.
სოსო
18 აგვისტო 2019 12:30
0
შენ გენაცვალე ა კაცი ძმაო,აქ ქვეყნის სიამაყე... ვაჟა ასე ამბობდა -"ნეტავი ბევრი გაზარდოს შენისთანები დედამა"- აკაკიზე,შენზე და შენისატნა ღირსეულ ქართველებზე
jaba
18 აგვისტო 2019 10:19
0
ოლიმპიური თამაშები - იაპონია 2020 წელი. ლაშა ჩემპიონია შედეგით 230 + 270 = 500 კგ.ეს იქნება რეკორდი, რომელსაც ვერასოდეს ვერავინ მიუახლოვდება, ისევ ლაშა თუ გააუმჯობესებს. ლაშა მაგარ კაცი ხარ, საამაყო ქართველი.
ჯ ი ჯ ი
18 აგვისტო 2019 13:19
0
გვეამაყები ყველას
საჩხერელი
18 აგვისტო 2019 09:38
0
ყველაფრის ჩემპიონი.
Status quo
18 აგვისტო 2019 11:06
0
გაუჭირდებოდა!
N
18 აგვისტო 2019 09:17
0
ოჰ, გაუჩირდებოდა..)))
გილოცავ ლომო....!
Mozambiki
18 აგვისტო 2019 08:03
1
კახელს კითხეს; რომელია ყველაზე ძლიერი ცხოველი დედამიწაზე?
რა თქმა უნდა სპილო. მიუგო კახელმა.
რატომ, რადგან დიდია?
არა ჯოო! ვირივით ჯანი ააქვს!
მართლა სპილოსავით ჯანი აქვს ამ კაცს და ცოტა მეერიდეთ ჯოო!!!
თელაველი ვაარ!
18 აგვისტო 2019 18:41
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული