25 ოქტომბერს რუმინეთში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნებს შორის რევაზ დავითაძემ 3 მედალი მოიპოვა.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 165/168 კგ დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
დავითაძემ, მიუხედავად ტრავმისა და მუხლის ძლიერი ტკივილისა, აკვრაში 195-კილოგრამიანი შტანგის დამორჩილება მაინც შეძლო და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ორჭიდის ჯამში დავითაძემ 363 კგ მოაგროვა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.