ანტონ პლესნოის ტრიუმფი - 3 ოქროს მედალი და ევროპის 4 რეკორდი ბუქარესტიდან! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრების წევრმა ანტონ პლესნოიმ 3 ოქროს მედლის მოპოვება შეძლო და სამივე დისციპლინაში ჩემპიონობა იზეიმა!

ძალოსანმა რუმინეთში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ატაცში 168/173 დასძლია და კონტინენტის პირველობის ჩემპიონობა მოიპოვა!

პლესნოი აკვრაშიც ბრწყინვალე იყო - 200/208/215 კილოგრამი დაიმორჩილა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ასევე ოქროს მედლით დაასრულა ორჭიდიც, სადაც თავი 388 კილოგრამს მოუყარა.

აღსანიშნავია, რომ პლესნოიმ სამივე დისციპლინაში ევროპის რეკორდი დაამყარა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
რა წონაში მოიპოვა არ იციიით, თუ რა ხდება?
მიროსან
10:41 26-10-2019
0
ყოჩაღ ლომებო. თქვენით ვამაყობთ. მთავრობა მიხედეთ ამ ბიჭებს!!!
zura
10:05 26-10-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული