ცრუ ბრალდება ლაშა ტალახაძის მიმართ - ძალოსნობის ფედერაციის გამოხმაურება

AutoSharing Option
გერმანელმა ჟურნალისტმა ჰაგო სეპელტმა დოკუმენტურ ფილმში ქართველი ძალოსნის, ლაშა ტალახაძის მიმართ ცრუ ბრალდება გააჟღერა, რასაც საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია არგუმენტირებულად გამოეხმაურა.

"მსურს გამოვეხმაურო რამდენიმე დღის წინ გერმანელი ჟურნალისტის, ჰაგო სეპელტის მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმს, რომელშიც ქართველი ძალოსნის, ლაშა ტალახაძის მიმართ ცრუ ბრალდება გაჟღერდა.

თავდაპირველად მსურს ჟურნალისტიკის მიმართ ჩემი ღრმა პატივისცემა გამოვხატო. მოგეხსენებათ, მედია უნდა ეყრდნობოდეს ფაქტებს და ფართო აუდიტორიამდე მიწოდებულ მასალას არგუმენტირებულად ასაბუთებდეს. სამწუხაროდ, ჰაგო სეპელტმა ყოველგვარი დასაბუთებული არგუმენტის და ფაქტის იგნორირების ხარჯზე საზოგადოებას მიაწოდა აღმაშფოთებელი საკითხი, თითქოსდა, ლაშა ტალახაძეს არასოდეს
ჩაუბარებია არასაშეჯიბრო სინჯები რიოს ოლიმპიადამდე, რაც აბსოლუტური სიცრუეა და რისი დამადასტურებელი დოკუმენტიც, რა თქმა უნდა, მოგვეპოვება, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ.

ვარ საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და 2019 წლის ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის დირექტორი. მქონდა პატივი, პირადად გამეცა აკრედიტაციები გერმანელი ჟურნალისტების ჯგუფისთვის, გრიტ ჰარტმანის ხელმძღვანელობით. მახსოვს ის დღე, როდესაც ეს ქალბატონი შემოვიდა აკრედიტაციის ოთახში და აკრედიტაციების მიწოდებასთან ერთად შევთავაზე დახმარება ნებისმიერი ადეკვატური თხოვნის შესაბამისად.

იმ შემთხვევაში, თუ გრიტ ჰარმანს რაიმე დოკუმენტაცია სჭირდებოდა ან კითხვა ჰქონდა, ამის კიდევ ერთი კომფორტული შანსი გააჩნდა, როდესაც პატაიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე ვიმყოფებოდით და სადაც ჩვენი გზები კიდევ ერთხელ გადაიკვეთა. ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო არც ერთი გერმანელი ჟურნალისტი არასოდეს მიახლოებია ლაშა ტალახაძეს ან საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის სხვა ოფიციალურ წარმომადგენელს საჭირო ინფორმაციის მისაღებად.

მაინტერესებს გავიგო, რა იყო ამ შოუს დადგმის მიზანი, რას ემსახურებოდა ეს ყოველივე? ფართო აუდიტორიაზე მანიპულირებას?

ლაშა ტალახაძე გთავაზობთ ADAMS ჟურნალის ინფორმაციას, რომელიც შეიძლება მარტივი და ეფექტური რესურსი იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. ხაზგასმულია თარიღები 2015-16 წლებში, სწორედ არასაშეჯიბრო სინჯების შეგროვების პერიოდი, როდესაც ARD-მა განაცხადა, რომ ლაშა ტალახაძე არ შემოწმებულა ვარჯიშების პერიოდში.

"იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია საკმარისია იმის გასაგებად, თუ რამდენად დიდია სინჯების აღების სიხშირე. მსურს ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო ჩემს თანამებრძოლებს ტოკიო 2020-ის გზაზე", - ლაშა ტალახაძე.

ჯერ კიდევ მაქვს იმედი, ჰერ ჰაგო სეპელტს ეყოფა გამბედაობა, გადახედოს თავის დამადანაშაულებელ განცხადებებს, ჭეშმარიტებისა და ეთიკური პრინციპების დაცვის მიზნით. საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია მზად არის, ითანამშრომლოს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან", - წერს საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დავით ყიფშიძე.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 52 /
კიდევ ერთხელ გარკვევით გაგიმეორებთ აგრესიულ ურა პატრიოტებს!


ჰაიო ზეპელტი ჩიტირეკია ან ფულზე დაგეშილი სამხრეთელი აფერისტი ან რუსი თაღლითი არ გეგონოთ!

ჰაიო ზეპელტს სპორტის დოპინგისგან და კორუფციისგან გასუფთავებასა და გაჯანსაღებაში განსაკუთრებით დიდი დამსახურებისთვის შარშან გადაეცა გერმანიის უმაღლესი ჯილდო ორდენი. ეს მას გადასცა გერმანიის პრეზიდენტმა ჰანს შტაინმაიერმა.


ზეპელტი გერმანიის მთავარი ტელევიზიის დოპინგ სპეციალისტია, სხვადასხვა დროს მან არაერთგზის ამხილა სპორტში კორუფციის და დოპინგის გამოყენების შემთხვევები, მათ შორის ძალიან დიდი სახელის მქონე სპორტსმენების მიერ.

მტრად მოიკიდა გავლენიანი მაფიოზური სპორტული და არასპორტული კლანები.

რამდენიმე თავის კოლეგასთან ერთად ამხილა რუსეთში კორუფციის ჭაობი, რასაც შედეგად რუსეთის დისკვალიფიკაცია მოჰყვა სპორტის რამდენიმე სახეობაში.

რუსეთმა მას უარი უთხრა ვიზაზე და არ შეუშვა ქვეყანაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დროს.

ასე რომ, ცოტა რეალობის ნიადაგზე დაეშვით.
ლაშა ტალახაძეთი თქვენსავით მეც ვამაყობ, მაგრამ სპორტშიც და ცხოვრებაშიც წესები უნდა იქნას დაცული. და ადრე თუ გვიან გაირკვევა, ვინმე არღვევდა თუ არა ამ წესებს.
ისტორია
14:24 10-01-2020
12
ტალახაძის სპორტული წარმატებები, რა თქმა უნდა ძალიან მახარებს და მას ისტორიული მნიშვნელობის სპორტსმენად ვთვლი, მაგრამ მან თავის ადამიანურ რეპუტაციას თვითონ გადაუარა, როცა იმ ყოვლად სამარცხვინო კლიპში მიიღო მონაწილეობა. ვერ გამიგია, რაში დაჭირდა ეს. ამ სირცხვილს ვერასოდეს ჩამოირეცხავს, თუ გულწრფელად არ მოინანია. არ შეიძლება თან პატრიოტობდე და თან შენი სამშობლოს მტრების გვერდით იდგე.
ელიოზი
13:55 10-01-2020
22

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული