შევეცდები, მოსკოვში, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ჰიმნი ავაჟღერო; ეს იქნება პასუხი ყველა იმ ადამიანისადმი, ვისაც ეჭვი ეპარება ჩვენს პატრიოტიზმში​

AutoSharing Option
ქართველი სპორტსმენების მთავარი მიზანი არის გამარჯვება და ვიბრძვით, რომ ქვეყანას გავუთქვათ სახელი, – ამის შესახებ ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონმა და რეკორდსმენმა ლაშა ტალახაძემ საქართველოს "პირველ არხს" განუცხადა.

მსოფლიო ჩემპიონი გამოეხმაურა ბოლო პერიოდში ქართველი სპორტსმენების, მათ შორის, ქართველი მორაგბეების მიმართ პოლიტიკურ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს. ერთ-ერთი ასეთი განცხადება „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გუშინ გააკეთა.

ლაშა ტალახაძის თქმით, შეეცდება მოსკოვში, ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებას. ლაშა ტალახაძე ასევე წარმატებებს უსურვებს ქართველ მორაგბეებს, რომელთაც მომდევნო მატჩები ბელგიასა და რუსეთის ნაკრებებთან აქვთ დაგეგმილი.

„ჩვენ ვართ პოლიტიკისგან ძალიან
შორს. ჩვენი მთავარი მიზანი არის გამარჯვება და ვიბრძვით, რომ ჩვენს ქვეყანას გავუთქვათ სახელი ჩვენი წარმატებით და გამარჯვებით. ჩემი აზრით, სპორტი საქართველოში ძალიან მაღალ დონეზე დგას და ყველას მინდა ვუთხრა, რომ თითოეული ჩვენგანი იბრძვის მხოლოდ გამარჯვებისთვის და საქართველოს სახელის საზღვრებს გარეთ გატანისთვის. ვიმარჯვებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ჰიმნი აჟღერდეს მსოფლიოს ყველა წერტილში.

მინდა, წარმატებები ვუსურვო ქართველ მორაგბეებს, რომლებსაც თამაში აქვთ ბელგიასთან და შემდეგ რუსეთის ნაკრებთან. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მოიპოვებენ გამარჯვებას. ასევე, წელს ჩვენც ევროპის ჩემპიონატი გვაქვს მოსკოვში, სადაც მივიღებთ მონაწილეობას. შევეცდები, რომ საქართველოს ჰიმნი ავაჟღერო მოსკოვში და ალბათ, ეს იქნება ჩემი ყველაზე დიდი პასუხი ყველა იმ ადამიანისადმი, ვისაც ეჭვი ეპარება ჩვენს პატრიოტიზმში. წარმატებები ქართველ მორაგბეებს. აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ლაშა ტალახაძემ.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ერის საამაყო შვილი ხარ ...არა აქვს მნიშვნელობა რომელ პოლიტიკურ ძალას უჭერ მხარს და რამდენად არის გამართლებული ,ან გაუმართლებელი ...მთავარია შენი გამარჯვევებით ე რ ს ამაყს ხდი ... ენერგიას აძლევ- მუხტავ ღ ი რ ს ე უ ლ ი -მტკიცე- წარმატებული- პროგრესული თანამედროვე სახელმწიფოს შექმნისათვის!
გლახუნა
17:33 19-02-2020
6
წარმატებები ქართველ გოლიათს. მისი გამარჯვება თითოეულ ჩვენთაგანს სიამაყით გვავსებს.ლაშას უფლება აქვს, ვისაც უნდა იმ პოლიტიკურ ჯგუფს დაუჭიროს მხარი, ეს მისი უფლებაა,თუმცა თუ ეს მმართველი გუნდია, აჯობებს ეს არ იყოს აშკარად საჯაროდ გამოხატული, რადგან ის ყველას ეკუთვნის. მთავრობები ბევრი შეიცვლება, ლაშასთანა ძლიერი სპორცმენები კი იშიათად იბადებიან.ის ყველას კუთვნილებაა.
ზაალი
20:58 19-02-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული