შევეცდები, მოსკოვში, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ჰიმნი ავაჟღერო; ეს იქნება პასუხი ყველა იმ ადამიანისადმი, ვისაც ეჭვი ეპარება ჩვენს პატრიოტიზმში​

AutoSharing Option
ქართველი სპორტსმენების მთავარი მიზანი არის გამარჯვება და ვიბრძვით, რომ ქვეყანას გავუთქვათ სახელი, – ამის შესახებ ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონმა და რეკორდსმენმა ლაშა ტალახაძემ საქართველოს "პირველ არხს" განუცხადა.

მსოფლიო ჩემპიონი გამოეხმაურა ბოლო პერიოდში ქართველი სპორტსმენების, მათ შორის, ქართველი მორაგბეების მიმართ პოლიტიკურ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს. ერთ-ერთი ასეთი განცხადება „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გუშინ გააკეთა.

ლაშა ტალახაძის თქმით, შეეცდება მოსკოვში, ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებას. ლაშა ტალახაძე ასევე წარმატებებს უსურვებს ქართველ მორაგბეებს, რომელთაც მომდევნო მატჩები ბელგიასა და რუსეთის ნაკრებებთან აქვთ დაგეგმილი.

„ჩვენ ვართ პოლიტიკისგან ძალიან
შორს. ჩვენი მთავარი მიზანი არის გამარჯვება და ვიბრძვით, რომ ჩვენს ქვეყანას გავუთქვათ სახელი ჩვენი წარმატებით და გამარჯვებით. ჩემი აზრით, სპორტი საქართველოში ძალიან მაღალ დონეზე დგას და ყველას მინდა ვუთხრა, რომ თითოეული ჩვენგანი იბრძვის მხოლოდ გამარჯვებისთვის და საქართველოს სახელის საზღვრებს გარეთ გატანისთვის. ვიმარჯვებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ჰიმნი აჟღერდეს მსოფლიოს ყველა წერტილში.

მინდა, წარმატებები ვუსურვო ქართველ მორაგბეებს, რომლებსაც თამაში აქვთ ბელგიასთან და შემდეგ რუსეთის ნაკრებთან. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მოიპოვებენ გამარჯვებას. ასევე, წელს ჩვენც ევროპის ჩემპიონატი გვაქვს მოსკოვში, სადაც მივიღებთ მონაწილეობას. შევეცდები, რომ საქართველოს ჰიმნი ავაჟღერო მოსკოვში და ალბათ, ეს იქნება ჩემი ყველაზე დიდი პასუხი ყველა იმ ადამიანისადმი, ვისაც ეჭვი ეპარება ჩვენს პატრიოტიზმში. წარმატებები ქართველ მორაგბეებს. აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ლაშა ტალახაძემ.

მკითხველის კომენტარები / 15 /
გლახუნ, ნუთუ ეს შენა ხარ, რა მოხდა, ხომ კარგად ხარ?.. ასე არ ჯობიაა... ეგრე რა, ხომ ხედავ რა კარგია პოზიტივი...
გლახუნა - ს
20 თებერვალი 2020 11:31
6
გლახუნა- ს - ჯკუასუსტი ხარ -ვინცა ხარ-მეტი განმარტებები- პასუხის ღირსი არც ხარ-თ...დღესაც 17 ლარი პენსია უნდა იყოს, 800 000 - მილიონი სახელმწიფო ბიუჯეტი, კეტებიანი ჯარი და სრული უპერსპექტივობა...ხო,ლარის კურსი კი გადააჭარბეთ უკვე,რაც 2003 წლამდე იყო და ხალხი ამას გგონიათ- ვერ -არ ხედავს ?! დაეტიეთ კანში-და ი ა ზ რ ო ვ ნ ეთ,ი ა ზ რ ო ვ ნ ე თ -2012 წელთან შედარებით დღეს საქართველო ერთი ღატაკი, უსუსური და უპერსპექტივო გუბერნიაა და ეს ფაქტია ..თუ ასე გინდათ და...
გლახუნა
20 თებერვალი 2020 20:47
0
აუ, ისევ დაიწყო... ისევ გაგვიშტერდაა.... ვინმემ წყალი მიასხით თორემ ამან ჩაბჟირება იცის, ბიზნესმენებო, იქნებ ამ ბიჭს დაეხმაროთ, ექიმთან არის მისასვლელი და არ მიდის, იქნებ ფული არ აქვს და იმიტომ... იქნებ დაეხმაროთ თორემ ტალანტი არ დაიღუპოს, ტალანტი აქვს, საუკეთესოდ ლანძღავს ხალხს, იმდენად საუკეთესოდ რომ ლამის მიშა ჩამოვიდეს და ჩაიხუტოს გულში...
გლახუნა - ს
20 თებერვალი 2020 14:22
4
ყველა გამოხმაურება
მაგარი კაცი ხარ.შენი რეკორდებით მე მგონია საუკუნეები იამაყებენ საქართველოში

givi
20 თებერვალი 2020 11:16
1
ლაშა, უკვე ლეგენდა ხარ ამ სპორტის სახეობაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
შენი ერთი გამოსვლაც კი იმხელა საქმეს უკეთებს ჩვენს ქვეყანას, რომ ბერძენიშვილებმა და მსგავსმა ჭინკა-სარკინოზებმა მთელი თავიანთი პოლიტ "მოღვაწეობის" განმავლობაში რომ ვერ შექმნეს და ვერ გააკეთეს ქვეყნისთვის ვერაფერი სასიკეთო.
ესენი არიან ქართული პოლიტიკის მკვდარი სულები, 1%-იანი "ჩემპიონები".
მალაქია
20 თებერვალი 2020 11:08
2
მიდი ლაშა მიაწექი ნაცების გულის გასახეთქად!
Zaza
20 თებერვალი 2020 10:58
3
მიდი ლაშა მიაწექი, შენ ღირსეული ქართველი ხარ, ნაცუკებს კი გავკარი მათ მხოლოდ პარლამენტში შესვლა აინტერესებს, საქართველოს ინტერესები სულ ცალ ფეხზე კიდიათ. წინ საქართველო.
დათო
20 თებერვალი 2020 10:20
3
მოვლენა ხარ ისეთივე როგორიც მესი და რონალდუ. ჩვენთვის არასოდეს მნიშვნელობა არა აქვს რომელ პარტიას დაუჭერ მხარს, თუმცა ყველას სათაყვანებელი რახან ხარ, ჯობია ეს მკვეთრად გამოხატული არ იყოს. ჩვენ ვხარობთ და გვეამაყება შენი ყველა წარმატება.
G.LA
20 თებერვალი 2020 10:04
1
მიყვარხარ და ტაშს გიკრავ ძმაო. შენი ერთი ატაცი მირჩევნია მთელ ნაცხროვას და მასთან მიტმასნებულ ბერძენიშვილების მთელ მოდგმას.
ამათ ერთი მიზანი აქვთ - განერვიულონ და ფორმიდან ამოგაგდონ. რომ ყველაფერი წარუმატებელი იყოს ამ ქვეყანაში. თორე ოკუპაციას ესენი არ ჯავრობდნენ - მეტი არაა ჩემი მტერი...
ისე ძიუდოისტი კედელაშვილი რომ ჰყავთ ნაცებს 10 წელია პარლამენტში - ბუსავით რომ ზის და ხმა არ ამოუღია ტიპს (ან რო ამოიღოს - რა უნდ ათქვას) ეგ საქმე როგორაა ნეტაი?
ჯემიკო
20 თებერვალი 2020 05:01
3
წარმატებები ყველას,მიდი ლაშა,გაუმარჯოს ყველა ჩვენს სპორტსმენს,არ დამბლოკოდ,რა გინდათ ჩვენგან ყველასაგან პოლიტიკოსებს,ნათელაშვილნო და ყველა ნამუსგარეცხილო პოლიტიკოსებო რას გადაგვეკიდეთ,ქოცები იქნებით თუ ნაცები,შეგვაზიზღეთ თავი მთელ ქვეყანას,ვინა ხართ მოუცილებელი ჭირი ჩვენი,რა დაუშავეთ ასეთი ღმერთს,რომ ასეთი უნამუსოების ხელში ჩაგვაგდეს,მთელი პოლიტიკური სპექტრი მყავს მხედველობაში,როგორ ვიფიქრებდი იმას,რომ გაბუნიას სიტყვებს გავიმეორებდი,ნეტავ ისეთი დღე გაგვითენდეს,რომ ერთ დღეს ყველა ერთიანად გაქრეთ ამ ქვეყნიდან,ვინ გეკითხებათ თქვენ ვის.მიულოცავენ დაბადების დღეს და.ვის არა არ გაძღა თქვენე მუცელი,არაკაცების ხროვა,თქვენ კეთილებს შემოევლოს მთელი საქართველი.
გოჩა
19 თებერვალი 2020 22:48
4
წარმატებები ქართველ გოლიათს. მისი გამარჯვება თითოეულ ჩვენთაგანს სიამაყით გვავსებს.ლაშას უფლება აქვს, ვისაც უნდა იმ პოლიტიკურ ჯგუფს დაუჭიროს მხარი, ეს მისი უფლებაა,თუმცა თუ ეს მმართველი გუნდია, აჯობებს ეს არ იყოს აშკარად საჯაროდ გამოხატული, რადგან ის ყველას ეკუთვნის. მთავრობები ბევრი შეიცვლება, ლაშასთანა ძლიერი სპორცმენები კი იშიათად იბადებიან.ის ყველას კუთვნილებაა.
ზაალი
19 თებერვალი 2020 20:58
3
კაცი ხარ კაცი!!! გენაცვალე. მიდი ლაშა ყველას მოაკეტინე
Nick
19 თებერვალი 2020 20:44
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული