ტალახაძე საუკეთესო იყო აკვრაშიც და დაძლეული 245/ 253/263 კილოგრამით კვლავ ოქროს მედალი მოიპოვა.
რაც შეეხება ორჭიდს - ძალოსანმა დაგროვილი 485 კილოგრამით და მსოფლიოს კიდევ ერთი რეკორდით ევროპის ჩემპიონატს ლოგიკური წერტილი დაუსვა და მოსკოვის კონტინენტის პირველობა საქართველოს ჰიმნით დაიხურა!
მძიმე წონით კატეგორიაში ირაკლი თურმანიძეს კი ფიცარნაგზე თავი ტრავმამ შეახსენა და საპრიზო ადგილის დაკავება ვერ შეძლო.
საქართველოს ნაკრებმა ევროპირველობაზე 8 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.