ტალახაძის ტრიუმფი მოსკოვში - 3 ოქრო, მსოფლიოს რეკორდი და საქართველოს ჰიმნით დახურული ევროპის ჩემპიონატი! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) მოსკოვში ევროპის ჩემპიონატზე ატაცში 211/ 217/ 222 დასძლია და ევროპულ ოქროსთან ერთად მსოფლიოსა და და ევროპის რეკორდები, რომელიც მასვე ეკუთვნოდა, 2 კილოგრამით გააუმჯობესა!

ტალახაძე საუკეთესო იყო აკვრაშიც და დაძლეული 245/ 253/263 კილოგრამით კვლავ ოქროს მედალი მოიპოვა.

რაც შეეხება ორჭიდს - ძალოსანმა დაგროვილი 485 კილოგრამით და მსოფლიოს კიდევ ერთი რეკორდით ევროპის ჩემპიონატს ლოგიკური წერტილი დაუსვა და მოსკოვის კონტინენტის პირველობა საქართველოს ჰიმნით დაიხურა!

მძიმე წონით კატეგორიაში ირაკლი თურმანიძეს კი ფიცარნაგზე თავი ტრავმამ შეახსენა და საპრიზო ადგილის
დაკავება ვერ შეძლო.

საქართველოს ნაკრებმა ევროპირველობაზე 8 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
სააღოლ ძმაო ლომი ხარ,ჩვენი სიამაყე ხარ.
Irakli
12 აპრილი 2021 22:08
0
მადლობა ლაშას და ძალოსანთა მტელ გუნდს, აგრეთვე მწვრთნელებს პირადად გია ასანიძეს, ფედერაციას კახი კახიაშვილს. ლაშა ნამდვილად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესი სპორტსმენია!!!! მადლობა სიამაყისთვის!!!!! გვეამაყებით ბიჭებო!!!!!!!!!
კონსტანტინე თავართქილაძე
12 აპრილი 2021 10:19
0
პელეც კი არ არის ისეთი ერთპიროვნულად გამოკვეთილი ლიდერი ფეხბურთში,როგორიც ლაშაა მძლეოსნობაში.
ფაქტი სახეზეა!!!
12 აპრილი 2021 10:16
1
ტოკიოს ოლიმპიადაზე ერთი ოქრო გარანტირებული გვაქვს ლაშასგან
1-0
12 აპრილი 2021 02:12
0
თამამად შეგვიძლია ლაშა მოვიხსენიოთ როგორც ეპოქალური ყველანაირი გადამეტების გარეშე. ესეთი დომინანტი და აშკარა გამოკვეთილი ფავორიტი რა სპორტსაც ვუყურებ არსად არარის. ფაქტიურად ყველა სპორცმენი მეორე ადგილისთვის იბრძვის და ესარის მათი მაქსიმუმი. ლაშა უდაოდ ყველადროის საუკეთესო ძალოსანია და ისტორია აუციოებლად დააფასებს მას. მისი ერთადერთი კონკურენტი ისევ თავისი თავია. ზე კაცი და ზე სპორცმენია თუ რამე გაუთვაკისწინებეკი არმოხდა კიდევ კარგა ხანი მის ჰეგემონობას არაფერი ემუქრება
)))
12 აპრილი 2021 02:11
0
ლაშას წარმატების საიდუმლო დიდ ტალანტთან ერთად მისი ფილიგრანული ტექნიკაა, ამ ტექნიკით მას დღესაც თავისუფლად შეუძლია 500 კგ. მოაგროვოს ორჭიდში. ანუ ის შტანგას თავით სწევს და არა ხელებით. ვულოცავ მის მშობლებს და ცოლშვილს, მთლიან საქართველოს, მართლაც საამაყო შვილი და ოჯახის მამა ჰყავთ.
ჟორა გაბრიჭიძე
12 აპრილი 2021 00:33
1
ადამიანი მაგარი, სპორტსმენი მაგარი, ოჯახი მაგარი, ქართველი მაგარი, მისაბაძი მაგარი............... აგიშენდა ჯიში და ჯილაგი.... მადლობა.....
სტალინი
11 აპრილი 2021 23:50
0
ვულოცავ ლაშას და ყველა გულშემატკივარს! სატელევიზიო კომენტატორები აზრზე არ იყვნენ რომ ორჭიდის ჯამშიც მსოფლიო რეკორდი დაამყარა. სიტყვა არ დაუძრავთ. არადა ენა არ გაუჩერებიათ, ხან რას ამბობდნენ ხან რას.
გიორგი
11 აპრილი 2021 23:42
0
საქართველოს სიამაყე ხარ ❤❤❤
ემიგრანტი
11 აპრილი 2021 22:12
0
ესაა პატრიოტიზმი! და არა ის რასაც მელია აკეთებს ციხეში ჯდომით! აი ასე უნდა ასახელო ქვეყანა! გაიხარე ლაშა!
kaxa
11 აპრილი 2021 21:56
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული