რას წერენ "ფეისბუქში" მმართველი გუნდის ლიდერები ლაშა ტალახაძის გამარჯვების შემდეგ

AutoSharing Option
"გი­ლო­ცავთ! ლაშა ტა­ლა­ხა­ძე (+109 კგ) ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნია!" - ამის შე­სა­ხებ, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში" წერს.

მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლო­სან­თა ნაკ­რებს მო­მა­ვალ შე­ჯიბ­რე­ბებ­ში წარ­მა­ტე­ბას უსურ­ვებს.

"გი­ლო­ცავთ! ლაშა ტა­ლა­ხა­ძე (+109 კგ) ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნია! ქარ­თველ­მა ძა­ლო­სან­მა მოს­კოვ­ში გა­მარ­თულ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, ორ­ჭი­დის ჯამ­ში 485 კგ (ატა­ცი - 222, აკ­ვრა -263) დაძ­ლია და ოქ­როს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა!"

ლა­შამ ატაც­ში 222 კი­ლოგ­რა­მის აწე­ვით ახა­ლი მსოფ­ლი­ოს რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა და ოქ­როს მე­და­ლიც მო­ი­გო. მან­ვე და­ი­სა­კუთ­რა აკ­ვრა­ში გა­თა­მა­შე­ბუ­ლი ოქ­როს მე­და­ლი და ჯამ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს სამი ოქრო მო­უ­ტა­ნა.

"სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლო­სან­თა ნაკ­რებს მო­მა­ვალ შე­ჯიბ­რე­ბებ­ში წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ!", - აღ­ნიშ­ნავს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი.

ქარ­თველ სპორ­ტსმენს გა­მარ­ჯვე­ბას ულო­ცავს ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე.

"ვუ­ლო­ცავ ლაშა ტა­ლა­ხა­ძეს ძა­ლოს­ნო­ბის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მიღ­წე­ულ უდი­დეს წარ­მა­ტე­ბას! ატაც­ში 222 კი­ლოგ­რა­მის აწე­ვა მსოფ­ლი­ოს ახა­ლი რე­კორ­დია!", - წერს თა­ლაკ­ვა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

მი­ლოც­ვებს უერ­თდე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე.

"გი­ლო­ცავთ, ლაშა ტა­ლა­ხა­ძემ 3 ოქ­როს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა. ძა­ლო­სან­მა თა­ვი­სი მსოფ­ლიო რე­კორ­დი მოხ­სნა და მე­ხუ­თედ გახ­და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი", - წერს კო­ბა­ხი­ძე "ფე­ის­ბუქ­ზე".

ლაშა ტა­ლა­ხა­ძეს და ქარ­თველ გულ­შე­მატ­კივ­რებს მიღ­წე­ულ წარ­მა­ტე­ბას ულო­ცავს ასე­ვე თბი­ლი­სის მერი კახა კა­ლა­ძე.

"ვუ­ლო­ცავ ლაშა ტა­ლა­ხა­ძეს და ქარ­თველ გულ­შე­მატ­კივ­რებს ძა­ლოს­ნო­ბის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მიღ­წე­ულ უდი­დეს წარ­მა­ტე­ბას. სამი ოქ­როს მე­და­ლი - ლაშა ტა­ლა­ხა­ძე ევ­რო­პის ხუთგზის ჩემ­პი­ო­ნია. ატაც­ში 222 კი­ლოგ­რა­მის აწე­ვით, მან მსოფ­ლი­ოს ახა­ლი რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა. ვუ­ლო­ცავ მთელ სა­ქარ­თვე­ლოს!", - წერს კა­ლა­ძე "ფე­ის­ბუქ­ზე".

ქარ­თველ­მა ძა­ლო­სან­მა ლაშა ტა­ლა­ხა­ძემ (+109 კგ) მოს­კოვ­ში, ევ­რო­პის ჩემ­პი­ონტზე ატაც­ში 211/ 217/ 222 და­ძლია და ევ­რო­პულ ოქ­როს­თან ერ­თად მსოფ­ლი­ო­სა და ევ­რო­პის რე­კორ­დე­ბი, რო­მ­ლებიც მას­ვე ეკუთ­ვნო­და, 2 კი­ლოგ­რა­მით გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა.

ტა­ლა­ხა­ძე სა­უ­კე­თე­სო იყო აკ­ვრა­შიც და დაძ­ლე­უ­ლი 245/ 253/263 კი­ლოგ­რა­მით კვლავ ოქ­როს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა.

რაც შე­ე­ხე­ბა ორ­ჭიდს - ძა­ლო­სან­მა დაგ­რო­ვი­ლი 485 კი­ლოგ­რა­მით ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატს ლო­გი­კუ­რი წერ­ტი­ლი და­უს­ვა და მოს­კო­ვის კონ­ტი­ნენ­ტის პირ­ვე­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნით და­ი­ხუ­რა!

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა ევ­რო­პირ­ვე­ლო­ბა­ზე 8 ოქ­როს, 4 ვერ­ცხლი­სა და 1 ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა.

AMBEBI

altტალახაძის ტრიუმფი მოსკოვში - 3 ოქრო, მსოფლიოს რეკორდი და საქართველოს ჰიმნით დახურული ევროპის ჩემპიონატი! [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 3 /
ლაშა საქართველოს გამოადგა და გამოადგება მომავალშიც, ამიტომ საქართველო ვალდებულია გამოადგეს მას.
ჟორა გაბრიჭიძე
10:30 27-05-2021
1
ვინც აქ ახსენე იმათ მართებთ გმირობა და აზე მოსვლა. ეს კაცი კი ღვთის საჩუქარია და ულევ წარმატებას ვუსურვებ.
დავით
02:32 14-04-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული