კიდევ ერთი მედალი - ამჯერად ძალოსნობაში

AutoSharing Option
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მე-8 დღეს ძალოსნობაში -96 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ანტონ პლესნოი წარსდგა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

შეჯიბრი ატაცში დაიწყო, 1-ელ ცდაზე ჩვენებურმა 173 კილოგრამი ასწია, 177 კილოგრამი მეორე ცდაზე ვერ დავძლიეთ, თუმცა მესამე ცდაზე ანტონმა წონა მარტივად დააფიქსირა და ლიდერთა შორის, მესამე ადგილზე, ჩაეწერა.

ატაცში ლიდერი კანადელი სპორტსმენი, ბოედი სანტავი იყო, რომელმაც, თავის მხრივ, 178 კილოგრამის დაფიქსირება შეძლო, 177 კილოგრამი კი პლესნოისთან ერთად კიდევ 2-მა სპორტსმენმა ასწია.

რაც შეეხება აკვრას, 1-ელ ჯერზე ანტონ
პლესნოიმ 207 კილოგრამი დააფიქსირა, მეორე ცდაზე 210-იანი კილოგრამი ვერ დაძლია, რის შემდეგაც პოდიუმიდან კოჭლობით გავიდა, მიუხედავად ტრავმის დიდი ალბათობისა ის მალევე დაბრუნდა და 210 კილოგრამიანი წოდა დააფიქსირა, რითაც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მედალი გაინაღდა. საბოლოოდ, საერთო ჩათვლაში ქართველმა 387 კილოგრამი ასწია, რითაც მე-3 ადგილი დაიკავა.

ოქროს მედალს კატარელი ელ-ბახი დაეუფლა, რომელმაც 402 კილოგრამი დააფიქსირა და ახალი ოლიმპიური რეკორდიც დაამყარა, მეორე ადგილზე კი ვენესუელის წარმომადგენელი, კეიდომარ ვალენილა გავიდა, რომელმაც საერთო ჯამში 387 კილოგრამი ასწია.







მკითხველის კომენტარები / 39 /
პლესნოი ბოლნისის მერად
ირაკლი
23:52 31-07-2021
4
... უკვე მესამე კომენტარს ვწერ, რადგან ამ კაცის გმირობით აღფრთოვანებული ვარ!!! ვერ უყურებდი მესმე ცდას, გული მწყდებოდა, რომ ტრავმის გმო შეიძლება დაეკარგა ოლიმპიადის მედალი!!! მაგრამ შეუძლებელი შეძლო და მთელი ერი გაგვახარა!!! ჩვენი სპორტმენებისთვის , განსაკუთრებით მომავალი თაობისთვის ეს უნდა იყოს , როგორც სახელმძღვანელო, უდიდესი თავდადების მაგალითი!!! ანტონ შენ ხარ მაგარი ადმიანი, ქრისტიანი და დღეს უფლმა იესომ დაგიფარა და შეგეწია!!! მადლობა ძმაო!!!
დათო
21:45 31-07-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული